თბილისში სხივური თერაპიის ცენტრი გაიხსნა

გამოწერა
ცენტრი შესაძლებლობას იძლევა ადრეულ სტადიაზე მოხდეს სიმსივნის დიაგნოსტიკა და მისი მაღალეფექტური მკურნალობა.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. თბილისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სხივური თერაპიის ცენტრი გაიხსნა, სადაც პაციენტებს რადიოთერაპიისა და ბირთვული მედიცინის სფეროში მოემსახურებიან.

ახალი ცენტრი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა, რომლის მშენებლობისთვისაც 25 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
თბილისში ონკოლოგიური დაავადებების უფასო სკრინინგი განახლდა

აპარატურა, რომლითაც აღჭურვილია ცენტრი, შესაძლებლობას იძლევა ადრეულ სტადიაზე მოხდეს სიმსივნის დიაგნოსტიკა და მისი მაღალეფექტური მკურნალობა. ცენტრი პაციენტებს ასევე სთავაზობს როგორც სტაციონარულ, ისე ამბულატორიულ მომსახურებას.

ახალ ცენტრში დასაქმებულია 30-მდე ექიმი, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური გადამზადება.

ჰოსპიტლის სამედიცინო მართვისათვის მოწვეულია თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკა (Liv Hospital Ankara), რომლის ექიმები სამედიცინო ფიზიკოსები და ტექნიკოსები არიან. სხივური თერაპიის მიმართულებას ხელმძღვანელობს პროფესორი მერდან ფაიდა – სხივური მედიცინის მიმართულების წამყვანი სპეციალისტი თურქეთის სამედიცინო სფეროში.

დავით სერგეენკო და მაიკლ კაპლანი - Sputnik საქართველო
ჩეხეთი საქართველოს ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლაში დაეხმარება

კლინიკის მთავარი მიზანია, რომ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ იგივე ხარისხის მომსახურება, რასაც ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში მიიღებენ.

ბირთვული მედიცინა — ერთ-ერთი ინოვაციური მიმართულებაა, სადაც მკურნალობისა და დიაგნოსტირების დროს რადიოაქტიური იზოტოპები გამოიყენება. მათი დახმარებით ექიმებს შეუძლიათ ონკოლოგიური დაავადების გამოვლინება იმ სტადიაზე, როცა მას მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია ვერ აფიქსირებს.

ყველა ახალი ამბავი
0