ჩეხეთი საქართველოს ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლაში დაეხმარება

გამოწერა
ზუგდიდში ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკის სკრინინგ-ცენტრი აშენდება, ასევე დაგეგმილია მედპერსონალის გადამზადება.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველო და ჩეხეთი იწყებენ თანამშრომლობას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა, პრევენცია და მკურნალობა, ნათქვამია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
თბილისში ონკოლოგიური დაავადებების უფასო სკრინინგი განახლდა

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დირექტორმა მაიკლ კაპლანმა მოაწერეს. მთლიანი პროექტის ღირებულება 1,8 მილიონ ევროს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისათვის ზუგდიდში სკრინინგ-ცენტრი აშენდება. ცენტრში შესაძლებელი იქნება ძუძუსა და საშვილოსნოს კიბოს დიაგნოსტირება და შესაბამისი კვლევების სრულიად უფასოდ ჩატარება.

გარდა ამისა, ონკოლოგიური დაავადებების უფრო ეფექტური და თანამედროვე მკურნალობისა და პალიატიური მოვლის უნარების გამომუშავების მიზნით, დაგეგმილია ექიმებისა და ექთნების გადამზადება.

პროექტის ფარგლებში, თბილისში ჩამოყალიბდება ბავშვთა ჰემატოლოგიის დეპარტამენტიც.

ქართველი მედიკოსების ნაწილმა ჩეხ კოლეგებთან უკვე გაიარა გადამზადების კურსი.

ყველა ახალი ამბავი
0