თბილისში ონკოლოგიური დაავადებების უფასო სკრინინგი განახლდა

© photo: Sputnik / Valeriy Melnikov / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მცხოვრებლებს შეუძლიათ სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ყელისა და პროსტატის უფასო სკრინინგი ჩაიტარონ.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. სკრინინგის ეროვნულმა ცენტრმა თბილისის მოსახლეობისთვის განაახლა გამოკვლევების უფასო პროგრამა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი საქართველოში - Sputnik საქართველო
საქართველოში კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი გამოიყენეს

„დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში უფასო გამოკვლევები ჩაუტარდებათ თბილისში რეგისტრირებულ პირებს.

„პროგრამა ითვალისწინებს სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ყელისა და პროსტატის სკრინინგს და მისი მიზანია კიბოს ადრეული გამოვლენის მაჩვენებლის გაზრდის გზით კიბოთი გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება“, — ნათქვამია განცხადებაში.

მამოგრაფიული გამოკვლევა წელიწადში ორჯერ ჩაუტარდებათ 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალბატონებს. საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები კი 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალბატონებს შეუძლიათ ჩაიტარონ. სკრინინგი ითვალისწინებს გინეკოლოგის კონსულტაციას და პაპ-ტესტს, ჩატარდება სამ წელიწადში ერთხელ.

პროსტატის გამოკვლევისთვის სამედიცინო დაწესებულებას შეუძლია მიმართონ 50-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცებმა. სკრინინგი წელიწადში ერთხელ ჩატარდება.

გარდა ამისა, ცენტრში ტარდება სქოლიოზის გამოკვლევა 10-დან 18 წლამდე პირებისთვის და ბტყელტერფიანობის სკრინინგი 4-დან 15 წლის ასაკის პირებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0