თბილისური ოცნება და არხების ქალაქის ფიქრები

გამოწერა
ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა. როგორ იკითხება ცვლილებათა პროექტი ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოში. შეფასებები, რეკომენდაციები და რჩევები. რას გაითვალისწინებს ოფიციალური თბილისი და რა დარჩება უბრალოდ შავად თეთრზე.

მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის კიდევ ერთი ეტაპი დასრულდა და პროცესმა საპარლამენტო კომიტეტებში გადაინაცვლა. გაითვალისწინებენ თუ არა ხალხის რჩეულები გამოთქმულ შენიშვნებს, რეკომენდაციებსა და მოსაზრებებს, ამას მომავალი გვიჩვენებს. თუმცა, მხოლოდ ეს ერთი კითხვა როდია, რომელსაც დრომ უნდა უპასუხოს. სახელმწიფოს ძირითადი კანონის მორიგი „გაკეთილშობილების“ ფერხულს ვენეციის კომისიის წინასწარმა დასკვნამ მოუსწრო. დასამალი არ არის, რომ გზავნილს მოუთმენლად ელოდნენ ცვლილებათა ავტორები და მათი ოპონენტები. არის ზოგადი შეფასებები, კონკრეტული რეკომენდაციები და მოსაზრებები. მივყვეთ თანმიმდევრულად და გავარკვიოთ, რა იკითხება სტრიქონებსა და მათ მიღმა. მაშ ასე, ზოგადი შეფასება:

საქართველოს კონსტიტუცია - Sputnik საქართველო
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა

ამონარიდი ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნიდან: „ზოგადად, ეს შემოთავაზებული რეფორმა დადებით შეფასებას იმსახურებს. ამით სრულდება საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუცია, მიმართული საპარლამენტო სისტემისკენ, რომელიც 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმით დაიწყო. ამჯერად რეფორმა გააძლიერებს და გააუმჯობესებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობაზე და ფუნდამენტური უფლებების პრინციპებზე დაფუძნებულ ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგს. ვენეციის კომისია მხოლოდ მიესალმება საკონსტიტუციო გადასინჯვის მიმდინარე პროცესს…“

რეფორმის პროცესში პოლიტიკურ ძალთა უთანხმოებისა და დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაა. ვენეციის კომისიამ არ გაიზიარა ბოლო დროს ჩვენში მრავალგზის გახმოვანებული მოსაზრება — „ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლებას ართმევენ!“ კომისია აცხადებს, რომ პრეზიდენტის ირიბი არჩევის სისტემის შემოღება, ზოგადად, შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, თუმცა იქვე განმარტავს, რომ საჭიროა ზომები პარლამენტში პლურალიზმისა და შემაკავებელი და გამაწონასწორებელი სისტემის უკეთ უზრუნველსაყოფად.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტით უკმაყოფილოა

ამონარიდი ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნიდან: „მისასალმებელია, რომ ახალი სისტემა არ იქნება გამოყენებული შემდეგი წლის არჩევნებზე და ძალაში შევა 2023 წლიდან. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი სენატის არარსებობის პირობებში საპარლამენტო უმრავლესობის მქონე ძლიერი მთავრობის საპირწონეს საქართველოს საკონსტიტუციო სისტემაში პრეზიდენტი წარმოადგენს. ამიტომ ირიბ საარჩევნო სისტემაზე გადასვლამ არ უნდა გამოიწვიოს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენილი პირის მუდმივი არჩევა. საჭიროა ზომები პარლამენტში, პლურალიზმისა და შემაკავებელი და გამაწონასწორებელი სისტემის უკეთ უზრუნველსაყოფად…“

ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის შენარჩუნების პირობებში პოლიტიკური ელიტა ვერ თანხმდება პარტიული ბლოკების გაუქმების საკითხზე და ე.წ. გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების ახლებურ წესზე. განმარტება და დაკონკრეტება საჭირო არ არის, რადგან საკონსტიტუციო რეფორმით დაინტერესებული მკითხველი იცნობს ცვლილებათა პროექტის ნიუანსებს. ვენეციის კომისია ამაზეც რეკომენდაციას იძლევა.

სკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ბერლინში - Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ბერლინში მსჯელობენ

ამონარიდი ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნიდან: „საქართველო ცენტრალიზებულ ქვეყნად რჩება, ერთპალატიანი პარლამენტით. საქართველოს აკლია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დიდი ხნის ტრადიცია. ამდენად, არსებობს რისკი იმისა, რომ პარლამენტში უმრავლესობის დომინირებას ექნება ადგილი და მომავალში გათვალისწინებული უნდა იქნას შემაკავებელი და გამაწონასწორებელი სისტემის გაძლიერების შესაძლებლობა, მაგალითად, პარლამენტის მეორე პალატის შემოღებით და პარლამენტში ოპოზიციის როლის გაძლიერებით. ამჟამინდელი პროპორციული/მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩანაცვლება დადებითი ნაბიჯია, რომლის მიზანია პარლამენტში პლურალიზმის გაზრდა, თუმცა, წინ გადადგმული დადებითი ნაბიჯი შეზღუდულია სამი მექანიზმით: ხუთპროცენტიანი ბარიერი შენარჩუნებულია; ხუთი პროცენტის ქვემოთ გაუნაწილებელი ხმების გამარჯვებულ პარტიაზე გადანაწილება და საარჩევნო კოალიციების (ბლოკების) გაუქმება. ხუთპროცენტიანი ბარიერი შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და, როგორც ასეთი, კრიტიკას არ ექვემდებარება, მაგრამ ერთად აღებული ეს სამი მექანიზმი ზღუდავს პროპორციული სისტემის გავლენას უფრო პატარა პარტიების და პლურალიზმის საზიანოდ. ვენეციის კომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ გაუნაწილებელი მანდატების განაწილების სხვა ვარიანტები იქნას გათვალისწინებული, როგორიც არის: 1) პროპორციული განაწილება ყველა პოლიტიკურ პარტიაზე, რომელმაც ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახა; 2) მოგებული პარტიისთვის გაუნაწილებელი ხმების განაწილების ზღვარის დადგენა; 3) ბარიერის შემცირება ორ-სამ პროცენტამდე…“

კიდევ ერთი საკითხი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესს ეხება. ვენეციის კომისია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების იუსტიციის საბჭოს მიერ დანიშვნის ინიციატივას მხარს უჭერს.

ამონარიდი ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნიდან: „თანამდებობაზე ყოფნის დრო მოსამართლეებისთვის უნდა გახანგრძლივდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან მიმართებაში და მათი არჩევა პარლამენტის მიერ უნდა ჩანაცვლდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მათი დანიშვნით ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეთავაზების შედეგად პრეზიდენტის მიერ დანიშვნით. რეკომენდებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მოსამართლეების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების, რომლებიც პარლამენტმა აირჩია, ასევე გენერალური პროკურორის არჩევა მოხდეს კვალიფიციური უმრავლესობით. გადაისინჯოს არჩევნებთან დაკავშირებით კანონმდებლობის კონსტიტუციურობა…“

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია - Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო ცვლილებები – როგორც ბრალდებების საბაბი

დასკვნის ავტორებმა სახალხო დამცველის დანიშვნის წესსა და მისი უფლებამოსილების ვადაზეც იმსჯელეს.

ამონარიდი ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნიდან: „რეკომენდებულია სახალხო დამცველი პარლამენტში კვალიფიციური უმრავლესობით დაინიშნოს. თანამდებობაზე ყოფნის ხუთწლიანი ვადა შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, თუმცა, დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, შესაძლოა სასურველი იყოს თანამდებობაზე უფრო დიდხანს ყოფნა…“

და, ბოლოს, ავტორებს არც ქორწინებასთან დაკავშირებული მუხლი დავიწყებიათ. იქვე არის რეკომენდაცია აღმსარებლობის თავისუფლების საკითხზე.

ამონარიდი ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნიდან: „ფუნდამენტურ უფლებათა თავში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის 30-ე მუხლი არანაირ შემთხვევაში არ უნდა იძლეოდეს ერთსქესიანი პარტნიორობის აკრძალვის ინტერპრეტირებას. პროექტის მე-16 მუხლში რეკომენდებულია აღმსარებლობის თავისუფლების აშკარა აღიარება…“

ვინ როგორ კითხულობს ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნას ოფიციალურ თბილისში და ვისთვის რა არის მთავარი გზავნილი? კეთდება პირველი შეფასებები და განცხადებები, განსხვავებულია მათი პათოსი, ამის საშუალებას თავად დოკუმენტი იძლევა…

ყველა ახალი ამბავი
0