თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. 2016 წლის მდგომარეობით საქართველოს ხელისუფლების ბალანსზე ერიცხება 3677 ავტომობილი, საიდანაც 1488 — მაღალი გამავლობის მანქანაა, ნათქვამია საქართველოს სახელმწოფო აუდიტის სამსახურის საქართველოს 2016 წლის ანგარიშში.
ავტომობილების ყველაზე დიდი რაოდენობა საქართველოს შსს-ს ბალანსზე ირიცხება — 1214 მანქანა. ლიდერთა ხუთეულში შედიან ასევე — განათლების სამინისტროს თანამშრომლები (390), გარემოს დაცვის სამინისტრო (400), ჯანდაცვის სამინისტრო (378), სოფლის მეურნეობის სამინისტრო (331).
შემდეგ მოდის პრობაციის სამინისტროს (282), რეგიონალური განვითარების სამინისტროს (154), ეკონომიკის სამინისტრო (117) და კულტურის სამინისტრო (102).
გაცილებით ნაკლები ავტომანქანით სარგებლობს ფინანსთა სამინისტრო (39), იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (36), იუსტიციის სამინისტრო (34), სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს (29) და საგარეო საქმეთა სამინისტრო (25).
პარლამენტის ბალანსზე ირიცხება 98 მანქანა, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციის — 48.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს ხელისუფლებამ 53400 ლარის საწვავ-საპოხი მასალა შეისყიდა.