თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველოს პოლიტიკური პარტიების შემოსავალმა 2015 წელს 13 მილიონ 261,2 ათასი ლარი შეადგინა. შემოსვლების დონის მიხედვით პირველ ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
პოლიტიკური პარტიები ყოველწლიურად სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გასული წლის ფინანსურ დეკლარაციებს წარადგენენ. თუ პარტია დეკლარაციას 1 თებერვლამდე არ წარადგენს, ის სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლებას კარგავს.
აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 2015 წელს 3 მლნ 251 ათას 781 ლარი აქვს დეკლარირებული.
შემოსავლების დონით მეორე ადგილზეა ნინო ბურჯანაძის „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“. მისმა შემოსავალმა 1 მილიონ 470 ათას 484 ლარი შეადგინა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ 1 მლნ 426 ათას 227 ლარის ოდენობის შემოსავლით მესამე ადგილზეა.
მას მოსდევს ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები“ – 1 მლნ 14 ათას 739 ლარი.
„რესპუბლიკურმა პარტიამ“ გასულ წელს 757 ათას 437 ლარი მიიღო.
ყველაზე ნაკლები შემოსავალი 2015 წელს ჰქონდა პარტიას „უფლის სახელით — უფალია ჩვენი სიმართლე“ — სულ 80 ლარი და ჯონდი ბაღათურიას პარტიას „ქართული დასი — 861 ლარი.