პოლიტიკურ პარტიებს 5-დან 168 ათას ლარამდე შემოწირულობის თანხა ჩაერიცხათ

© photo: Sputnik50 ლარის კუპიურა
50 ლარის კუპიურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ სამი თვის განმავლობაში შედარებით ნაკლები თანხა - 20,5 ათასი ლარი ჩაერიცხა.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა 2016 წლის დასაწყისიდან, შემოწირულობის სახით, 428,5 ათასი ლარი მიიღეს, აღნიშნეს პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის პრეს-ცენტრში.

„გაერთიანებული-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი გიორგი ახვლედიანი - Sputnik საქართველო
"მეეჭვება პრემიერმა შეძლოს „ქართულ ოცნებაში“ მყოფი პოლიტიკური ქორების დაბალანსება"

ოპოზიციურმა მოძრაობამ „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი“ ყველაზე მსხვილი თანხა მიიღო — დაახლოებით 168 ათასი ლარი. მეორე ადგილზეა ირმა ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსი, რომელსაც შემოწირულობის სახით 143,3 ათასი ლარი ჩაერიცხა. მესამე ადგილზეა კიევის ყოფილი მერის, მილიონერ ლეონიდ ჩერნოვეცკის „ბედნიერი საქართველოსთვის“ – 45 ათასი ლარი.

შემდეგ მოდის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 30 ათასი ლარი.

რაც შეეხება მმართველ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოს“, მას სამი თვის განმავლობაში სულ 20,5 ათასი ლარი ჩაერიცხა.

„რესპუბლიკურ პოარტიას“ ჩაერიცხა დაახლოებით 6 ათასი ლარი, ირაკლი ალასანიას „თავისუფალ დემოკრატებს“ – 4 ათასი ლარი.

ყველაზე მცირე თანხა — 5 ლარი ჩაერიცხა პარტიას „განახლებული საქართველოსთვის“ (ლიდერი ნანა გულუა).

ყველა ახალი ამბავი
0