გიორგი ახვლედიანი: პრემიერ-მინისტრთან პირველ შეხვედრაზე მას წარვუდგინეთ ჩვენი ინიციატივა, რომ შეიქმნას სპეციალური ფორმატი, დავსხდეთ და ვიმუშაოთ ერთად ხელისუფლებამ და ოპოზიციამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. თავისთავად პოზიტივი იყო ის, რომ კვირიკაშვილი შეგვხვდა წინა პრემიერისგან განსხვავებით, რომელიც ჩირგვებიდან არ გამოდიოდა. მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ მზადაა ასეთი ფორმატი შეიქმნას. ახლახანს დაგვიკავშირდა პრემიერის აპარატი და ამ კვირის ბოლოს ჩაინიშნება მეორე შეხვედრა. შევთანხმდებით 3 საკითხზე. 1. ვინ იქნება მონაწილეთა ჯგუფი ამ ფორმატში; 2. რა თემებს შეეხება ეს ფორმატი და სამუშაო ჯგუფი; 3. რა ვადებში დავასრულოთ მუშაობა.
-რა მოლოდინები გაქვთ?
— რომ გითხრათ რომ ხელისუფლება რაიმე ძირეულს შეცვლის, არ მაქვს. ჩვენი პოზიცია არის მკაფიო და გამოკვეთილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შეიცვალოს საარჩევნო სისტემა. თუ სისტემა არ შეიცვალა, თუ დარჩა მაჟორიტარული სისტემა, არჩევნებიც იქნება არაობიექტური. საარჩევნო კოდექსში რაც არ უნდა შეცვალო, თუ სისტემას არ შეცვლი, ვერანაირად ვერ გავაპატიოსნებთ არჩევენებს, ვერანაირად ვერ გავხდით არჩევნებს კონკურენტულს და საზოგადოებისთვის ნდობის დამბრუნებელს. როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრს ამის სურვილი აქვს. რამდენად მოახდენს ის ზემოქმედებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებზე, რომლებიც კატეგორიულად იძახიან, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა იყოსო, ამაში ცოტა ეჭვი მეპარება. მეეჭვება პრემიერმა შეძლოს „ქართულ ოცნებაში“ მყოფი პოლიტიკური ქორების დაბალანსება და მათზე ზეგავლენის მოხდენა. რეალურად ასეა, რომ პრემიერ-მინისტრი კონკრეტულ საკითხებში უფრო ჩვენი თანამოაზრეა, ვიდრე საპარლამენტო უმრავლესობის. გამომდინარე იქიდან, რომ პრემიერ-მინისტრის თავისუფლების ხარისხი ეჭქვეშაა,შეძლებსკი იმის გაკეთებას, რაც მის შესაძლებობში არ არის?!
-საარჩევნო წელი დადგა. რა გეგმები აქვს „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას“ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის?
— საარჩევნო კამპანიას ვიწყებთ აქტიურად გაზაფხულიდან. ვაპირებთა საზოგადოებას შევთავაზოთ ძალიან კონკრეტული პროექტები, კონკრეტული ცვლილებები, რომელიც პირადაპირ პროპორციულად ასახავს ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემების მოგვარებას. ეს არის ურთიერთობების მოწესრიგება, დიალოგის პროცესის დაწყება და ჩვენი ნომერ პირველი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა, ამ შემთხვევაში რუსეთთან მიმართებაში. ამოსავალი წერტილი ჩვენი ქვეყნის განვითარების არის იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც საქართველოს განვითარებას აფერხებს. ეს არის 30 კილომეტრში მდგარი ტანკი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად არის განწყობილი. იმისთვის, რომ მოვაგვაროთ პრობლემები, უნდა დავიწყოთ საუბარი რუსეთთან. საუბარი, რომ როგორ დაველაპარაკები ბოროტ პუტინს, ეს ჩვენი ქვეყნის ნაბიჯების უკან გადადგმას ნიშნავს. დიალოგის პროცესის დაწყება კი მხოლოდ ნინო ბურჯანაძეს შეუძლია. სწორედ ისაა საქართველოში ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელსაც პრობლემების მოგვარება ხელეწიფება.
-ხომ არ აპირებთ კოალიციის შექმნას რომელიმე სხვა პოლიტიკურ ძალასთან წინასაარჩევნოდ?
— ამის წინაპირობა ჯერჯერობით არ არსებობს. მასშტაბური კოალიციური გაერთიანებები ხდება მაშინ, როცა ქვეყანაში რევოლუციური განწყობებია, მე არ ვხედავ რომ დღეს ქვეყანაში რევოლუციური ვითარებაა. ასევე საზოგადოებიდან ვერ ვხედავ დაკვეთას, რომ გავერთიანდეთ ყველა და ძალით თუ ნებით ჩამოვაგდოთ ხელისუფლება. ამიტომ ეს საკითხი განხილვის საგანი არ არის.
-პრესაში გავრცელდა ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილის და ნინო ბურჯანაძის კოალიციაზე…
— ეს არის ჭორი, არაერთმა ჟურნალისტმა დამირეკა ამ საკითხზე და ერთი კვირის განმავლობაში მიწევდა პასუხების გაცემა… ხან ჟურნალისტს სჭირდება სკანდალი, ხან პოლიტოლოგს უნდა ისეთი რამის თქმა, რომ ჟურნალისტების ყურადღება მიიპყროს და მერე პოლიტიკოსებს გვიწევს დღეში 9-ჯერ პასუხის გაცემა, რომ ინფორმაცია არასწორია და ჭორია.
-რა მოლოდინი გაქვთ არჩევბისგანან, ელით საზოგადოების მხარადაჭერას?
— „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას“ აქვს ძალიან იმედიანი დამოკიდებულება. ჩვენ არ ვიბრძვით იმისთვის, რომ მოვიდეთ ოპოზიციაში პარლამენტში, ჩვენი მიზანია მოვიდეთ ხელისუფლებაში. რაც უფრო გადაიდება „დემოკრატიული მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლა, მით უფრო მეტად დაგროვდება პრობლემები, რომელთა მოგვარებაც უფრო და უფრო გართულდება. კიდევ 4 წელი რომ ხელისუფლებაში იყვნენ ის ძალები, რომლებიც სხედან და ოცნებობენ როდის შევალთ NATO-ში, რომელმაც საბოლოოდ გამოგვიცხადა უარი, თქვენი ხმა არ გავიგო გაწევრიანებაზეო, ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან სერიოზულ პრობლემებს დავამატებთ ქვეყნის წინაშე დღეს არსებულ პრობლემებს.