უიღბლო თავდამსხმელი ყოფილი სპეცრაზმელის გაძარცვას ცდილობდა

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდამსხმელი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან პოლიცია მასზე ძალადობაში დაადანაშაულა.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველოს შსს-მ გაახმაურა დავით გამხუაშვილის დაკავების დეტალები, რომელიც თბილისში, გლდანის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე 18 წლიანი სტაჟის მქონე ყოფილ სპეცრაზმელს დაესხა თავს. 

ამ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციის თანახმად, მრავალგზის ნასამართლევი დავით გამხუაშვილი ღამის 3 საათსა და 40 წუთზე პისტოლეტის დემონსტრირებით შეეცადა წარსულში სპეცრაზმელის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების დაყაჩაღებას და სამკაულების წართმევას.

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
საქართველოს პროკურატურა პოლიციის მიერ დაკავებულის შესაძლო ცემის ფაქტს იძიებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სპეცრაზმის ყოფილმა თანამშრომელმა გამხუაშვილს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და განაიარაღა, რა დროსაც ორივე მათგანმა მიიღო სხეულის დაზიანებები. მოგვიანებით კი ადგილზე გამოძახებული იქნა პოლიცია, სამართალდამცველებმა გამხუაშვილი დააკავეს და ფიზიკური დაზიანებების გამო კლინიკაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, ვინაიდან დაზიანებები არ აღმოჩნდა სიცოცხლისათვის საშიში, იგი კვლავ საგამოძიებო იზოლატორში დააბრუნეს. 

სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ყოფილი სპეცნაზელი, რომელიც გამხუაშვილს ფიზიკურად გასუწორდა და ადგილზე პოლიციაც გამოიძახა, ძალოვან უწყებებში 2015 წლიდან აღარ მსახურობს.


ყველა ახალი ამბავი
0