სიყვარულის ქალაქი მიწისძვრის შემდეგ

© Лиза Шелияსიღნაღი
სიღნაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივმა ხელისუფლებამ სიღნაღის რაიონში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ პრაქტიკულად ყველა სახლი მოინახულა.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ძლიერი მიწისძვრის ცენტრში აღმოჩნდა სიღნაღი — ტურისტებისა და, განსაკუთრებით, შეყვარებულების საყვარელი ქალაქი თბილისიდან 94 კილომეტრში.

მიწისძვრა გუშინ, 22:25 საათზე მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები საკმაოდ კარგად იგრძნობოდა, მათ შორის თბილისში, რასაც სოციალურ ქსელებში დიდი განხილვები მოჰყვა.

რიხტერის შკალა - Sputnik საქართველო
კახეთში 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრმა დააზუსტა, რომ ეპიცენტრი იყო დედოფლისწყაროდან დასავლეთით 25 კილომეტრში და სოფელ გამარჯვებიდან 18 კილომეტრში.

„არც ერთი სახლი არ დაზიანებულა. მიწისძვრა ძლიერ იგრძნობოდა, მაგრამ არანაირი პანიკა არ ყოფილა. ჩვენთან მოსახლეობა ადრე იძინებს, როცა მიწისძვრა მოხდა, ბევრს ეძინა და არაფერი გაუგია. რაიონული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პრაქტიკულად ყველა სახლი შეამოწმეს და არც ერთი დაზიანება არ აღმოუჩენიათ", — განუცხადა „Sputnik-საქართველოს" სიღნაღის რაიონული ადმინისტრაციის უფროსმა დათო ჯანიკაშვილმა.

მიწისძვრის ეპიცენტრი 30 კილომეტრ სიღრმეზე იყო, რაც საქართველოსთვის საკმაოდ უჩვეულო მოვლენაა.

საქართველო სეისმურად საშუალოდ აქტიურ ტერიტორიაზე მდებარეობს. ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა, რაჭის 1991 წლის 7-ბალიანი მიწისძვრა იყო, რომელსაც 200 კაცი ემსხვერპლა, ხოლო 46 ათასი ნაგებობა დაინგრა.

ყველა ახალი ამბავი
0