კახეთში 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

CC BY 2.0 / altemark / OSCILLOSCOPE 100MHZრიხტერის შკალა
რიხტერის შკალა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიწისძვრის ეპიცენტრი სიღნაღთან ახლოს, სოფელი ქვემო ბოდბეა.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. კახეთის რეგიონში, სოფელ ქვემო ბოდბეში, ქალაქ სიღნაღიდან 22 კილომეტრში 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, აღნიშნულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ვებ-გვერდზე.

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 22:55 საათზე დაფიქსირდა.

საქართველო სეისმურად საშუალოდ აქტიურ ტერიტორიაზე მდებარეობს. ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა, რაჭის 1991 წლის 7-ბალიანი მიწისძვრა იყო, რომელსაც 200 კაცი ემსხვერპლა, ხოლო 46 ათასი ნაგებობა დაინგრა.

 

ყველა ახალი ამბავი
0