გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ფეხბურთელი სერგო კუტივაძე

© фото из архива Серго Кутивадзеსერგო კუტივაძე
სერგო კუტივაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სერგო კუტივაძე თბილისის „დინამოსა" და ქუთაისის „ტორპედოში" თამაშობდა, შედიოდა დინამოელების მწვრთნელთა შტაბში, როდესაც მათ ყველაზე დიდი გამარჯვება - უეფას თასის მფლობელთა თასი მოიპოვეს.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ცნობილი ქართველი ნახევარმცველი სერგო კუტივაძე 73 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ თბილისში გარდაიცვალა.

„ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობდით, როცა 6-7 წლის ვიყავით. მახსოვს, ერთხელ დავნაძლევდით ხილზე, ვინ უფრო სწრაფად გაირბენდა 50 მეტრს. მან გამასწრო. მაშინ გავიგე, რა არის უფრო ძლიერი მეტოქე", — განუცხადა „Sputnik-საქართველოს" რევაზ ძოძუაშვილმა, რომელიც კუტივაძესთან ერთად „დინამოში" ხუთი წელი თამაშობდა.

კუტივაძემ პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერა ქუთაისის "ტორპედოში" დაიწყო. ამ გუნდში ის 1962-1966 წლებში გამოდიოდა. ამის შემდეგ თბილისის "დინამოში“ გადავიდა, სადაც კარიერის დასრულებამდე — 1973 წლამდე თამაშობდა.

გუჯა სურგულაძე - Sputnik საქართველო
გარდაიცვალა 24 წლის ქართველი მორაგბე

კუტივაძემ სსრკ-ის ნაკრების შემადგენლობაში ერთხელ ითამაშა — 1965 წლის 4 სექტემბერს იუგოსლავიის ნაკრების წინააღმდეგ.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ის მუშაობდა თბილისის „დინამოს" სამწვრთნელო შტაბში (1974-1984) და ნოდარ ახალკაცის თანაშემწე იყო.

1994-1995 წლებში თბილისის „დინამოს" მთავარი მწვრთნელი იყო.

„სერგო დაბადებით სპორტსმენი იყო — ნამდვილი ტალანტი. ამასთან ღმერთმა ის არასტანდარტული აზროვნებით დააჯილდოვა, რაც ფეხბურთში ძალიან ეხმარებოდა", — აღნიშნა ძოძუაშვილმა.

„Sputnik-საქართველო" სამძიმარს უცხადებს სერგო კუტივაძის ოჯახსა და ახლობლებს.

ყველა ახალი ამბავი
0