გარდაიცვალა 24 წლის ქართველი მორაგბე

გამოწერა
საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი, წინასწარი მონაცემებით, გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ქართული სარაგბო კლუბ „ლელო სარასენსის" მოთამაშე, 24 წლის გუჯა სურგულაძე გარდაიცვალა, აღნიშნულია საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებაში.

წინასწარი ინფორმაციით, სპორტსმენის გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობაა.

„საქართველოს რაგბის კავშირისა და სარაგბო ოჯახის სახელით თანავუგრძნობთ გუჯას ოჯახსა და მეგობრებს…" — ნათქვამია განცხადებაში.

სურგულაძე იყო საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი. რაგბის კავშირში აღნიშნავენ, რომ ის პერსპექტიული სპორტსმენი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0