სათხილამურო სეზონი საქართველოში ივლისამდე გაგრძელდება

© photo: courtesy of press-service of President of Georgiaახალი საბაგირო გზა გუდაურში
ახალი საბაგირო გზა გუდაურში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში გაჩნდება სათხილამურო ტრასა, რომელიც სამთო-სათხილამურო სეზონს გაახანგრძლივებს.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. გუდაური-კობის საბაგირო გზის მშენებლობა 2018 წლის ნოემბერში დასრულდება, რის შემდეგ სათხილამურო სეზონი საქართველოში აპრილში არ დასრულდება და პრაქტიკულად, მთელი ზაფხული გაგრძელდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия მთის კურორტების განვითარების სააგენტოზე დაყრდნობით.

ყაზბეგისა და გუდაურის დამაკავშირებელი საბაგირო გზებისთვის ინფრასტრუქტურის მშენებლობა მთელი დატვირთვით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ივნისში თხილამურებზე სრიალი შესაძლებელია მხოლოდ თეთნულდზე.

ბაკურიანი - Sputnik საქართველო
საქართველოს ზამთრის კურორტები რეკორდებს ხსნიან

„ამ საბაგიროს მშენებლობა ნიშნავს იმას, რომ შეიქმნება ერთიანი კლასტერი გუდაური-ყაზბეგის მიმართულებით. საბაგიროს მშენებლობის პარალელურად დასავლეთ კალთაზე სამთო-სათხილამურო ტრასა გაკეთდება, და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ზამთრის საკურორტო სეზონზე ამ ტერიტორიაზე გახანგრძლივდება. შესაბამისად, ყველა დამსვენებელი თხილამურებზე სრიალს ამ ტერიტორიაზე ივლისშიც შეძლებს", — განაცხადა მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა.

რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ზამთრის კურორტებზე სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 170 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

გუდაური საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და განვითარებული ზამთრის კურორტია. ის ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გუდაური ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0