საქართველოს ზამთრის კურორტები რეკორდებს ხსნიან

© Sputnik / VN Production, Vaska Gedenidzeბაკურიანი
ბაკურიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
"საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" 2016-2017 წლების სამთო-სათხილამურო სეზონის შედეგები შეაჯამა.

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. 2010-2017 წლებში საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე ტურისტების რაოდენობა 364%-ით გაიზარდა, ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" განცხადებაში.

გოდერძის უღელტეხილი - Sputnik საქართველო
საქართველოს სამთო–სათხილამურო კურორტები უფრო ხელმისაწვდომი გახდება

ამ დროის განმავლობაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა გუდაურში, ბაკურიანსა და თეთნულდზე, სადაც ერთდროულად 9 ახალი საბაგირო გაიხსნა, რამაც ტურისტების რაოდენობის ზრდას ხელი შეუწყო, აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

2010-2017 წლებში ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი) 364%-ით გაიზარდა ტურისტების რაოდენობა.

ავსტრიული კომპანია SKIDATA-ს მიერ დამონტაჟებულმა თანამედროვე გამშვებმა პუნქტებმა ქვეყნის ზამთრის კურორტებზე ვიზიტორების რაოდენობის ზუსტი დათვლა გახადა შესაძლებელი.

გასულ წლებთან შედარებით, წელს ზამთრის სეზონი გუდაურში საუკეთესო იყო, აღნიშნეს ეკონომიკის სამინისტროში. 2016-2017 წლებში კურორტზე 276634 ვიზიტორი დაფიქსირდა, რაც გასული წლის ზამთრის სეზონის მაჩვენებლებთან შედარებით 37%-ით მეტია.

ბაკურიანში, გასულ წლებთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა. ზამთრის სეზონზე ამ კურორტს 115317 ვიზიტორი ეწვია.

სვანეთში, კურორტ თეთნულდზე 2016-2017 წლის სეზონზე 8948 ვიზიტორი დაფიქსირდა, ჰაწვალზე — 7321.

გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტი - Sputnik საქართველო
გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტმა პირველი სტუმრები მიიღო

გოდერძი — ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა კურორტია და ვიზიტორებს მეორე წელია მასპინძლობს. წელს კურორტს 4491 ვიზიტორი ეწვია, იუწყება ეკონომიკის სამინისტრო.

გარდა ამისა, როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველო ცნობილი შვეიცარიელი ექსპერტისა და მკვლევარის ლორან ვანატის ყოველწლიურ "ზამთრისა და მთის ტურიზმის შესახებ საერთაშორისო ანგარიშში" მოხვდა.

ანგარიშში ვანატი საუბრობს არა მარტო სხვადასხვა ქვეყნის მთის კურორტების პოტენციალზე, არამედ მათი განვითარების პერსპექტივების შესახებ. მკვლევარმა დაწერა, რომ წამყვან ევროპულ კურორტებთან ერთად საქართველო დარგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს, განაცხადეს სამინისტროში და აღნიშნეს, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

© სტანისლავ კოზლიაკოვსკი, Sputnik-georgiaსაქართველოს ზამთრის კურორტები
საქართველოს ზამთრის კურორტები - Sputnik საქართველო
საქართველოს ზამთრის კურორტები
ყველა ახალი ამბავი
0