საქართველოს სამთო–სათხილამურო კურორტები უფრო ხელმისაწვდომი გახდება

© courtesy of Goderdzi municipalityგოდერძის უღელტეხილი
გოდერძის უღელტეხილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება გეგმავს უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ქვეყნის სამთო–სათხილამურო კურორტებზე დასვენება.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს ზამთრის სამთო–სათხილამურო კურორტები ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანებისათვის უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

საქართველოს ზამთრის კურორტებზე სასტუმროში ცხოვრების ღირებულება დღეში 45–დან 100 ლარამდე ჯდება. თხილამურებისა და სნოუბორდის ქირაობა დაახლოებით 12 დოლარი ჯდება. საბაგიროზე ასვლა 2 დოლარი, საბაგიროზე დღიური აბონემენტი — 8 დოლარი. კერძი ინსტრუქტორის მომსახურება საათში 8–დან 20 დოლარამდე დაჯდება. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საქართველოში 980,6 ლარს შეადგენს.

მოთხილამურეები გუდაურში - Sputnik საქართველო
პრემიერი: ზამთრის კურორტებმა შეფერხებების გარეშე უნდა იმუშაონ

 „პირველი წელია, რაც ჩვენ დავაბრუნეთ საგაზაფხულო არდადეგები და მე იმედი მაქვს, რომ ეს მასშტაბი გაიზრდება მომავალი წლისთვის. როგორც ვიცი, არა ერთი სასტუმრო თუ სპორტული სკოლა უკვე ინფრასტრუქტურას ამზადებს იმისთვის, რომ დასვენება იყოს ხელმისაწვდომი. როგორც მოგეხსენებათ, ზამთრის კურორტზე დასვენება არის საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება, მაგრამ რაც უფრო მასობრივს გავხდით მას, მით უფრო გავაიაფებთ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდანაც ღირს ამაზე რესურსის დახარჯვა,“ — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ამაზე საპასუხოდ საქართველოს განთლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ მისი უწყება ხელს უწყობს ზამთრის კურორტებზე მოსწავლეთა დასვენებას საგაზაფხულო არდადეგების დროს, რომლებიც 8–დან 15 მარტამდე გრძელდება.

ბაკურიანი: გადაღება დრონიდან GEO GEORGIAN - Sputnik საქართველო
ზამთრის კურორტი ბაკურიანი: დრონით გადაღებული კადრები

 „სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით, მთლიანი სტატისტიკით ამ არდადეგებზე 10 000-მდე ბავშვი იმყოფებოდა ზამთრის კურორტებზე. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ 300 ბავშვი მცირე სკოლებიდან, სახელმწიფო დაფინანსებით, დავასვენეთ ზამთრის კურორტებზე… დიდი გეგმები გვაქვს და ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს მასშტაბები იქნება ბევრად დიდი“, — განაცხადა ჯეჯელავამ.

საქართველოს სამთო–სათხილამურო კურორტებზე სეზონი დეკემბრის დასაწყისში იწყება და აპრილის შუა რიცხვებამდე გრძელდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით 2017 წლის იანვარში საქართველოს სკოლებში ზამთრისა და ზაფხულის არდადეგებს საგაზაფხულო არდადეგებიც შეემატა.


ყველა ახალი ამბავი
0