პრემიერი: ზამთრის კურორტებმა შეფერხებების გარეშე უნდა იმუშაონ

© FB / Sergo Edisherashviliმოთხილამურეები გუდაურში
მოთხილამურეები გუდაურში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის მეთაურმა ზამთრის ტურისტული სეზონის შეფერხებების გარეშე ჩასატარებლად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაქსიმალური მობილიზება დაავალა.

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ზურაბ ალავიძეს დაავალა იზრუნოს იმაზე, რომ საქართველოს ზამთრის კურორტებზე ტურისტულმა სეზონმა შეფერხებების გარეშე ჩაიაროს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ტურისტების მოზიდვა საქართველოს მოსახლეობის შემოსავლებზე, ქვეყნის ეკონომიკაზე პირდაპირ აისახება, ამიტომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რათა უამინდობამ საქართველოს გზებზე გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები ან სხვა სირთულეები არ შექმნას.

„ჩვენ ზამთრის ტურისტული სეზონის ახალ ფაზაში შევდივართ — უახლოეს დღეებში იხსნება ახალი საბაგირო გუდაურში, მიტარბის ახალი საბაგირო, ასევე ახალი საბაგირო თეთნულდზე… ზამთრის სეზონზე არის ხოლმე ხშირი შეფერხებები უამინდობის გამო. მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გააკეთოთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, რათა არანაირი შეფერხება არ ჰქონდეთ უცხოელ ტურისტებს და ადგილობრივ დამსვენებლებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – მიმართა პრემიერმა რეგიონული განვითარების მინისტრს.

გუდაური - Sputnik საქართველო
შაბათს საქართველოში ერთროულად ოთხი სამთო-სათხილამურო კურორტი გაიხსნება

ტურიზმის განვითარება ქვეყნის განვითარებას პირდაპირ უკავშირდება, აღიშნა კვირიკაშვილმა.

გასულ კვირაში ოფიციალურად გაიხსნა საქართველოს ოთხი ზამთრის კურორტი: გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი და სვანეთი.

რაც შეეხება სვანეთში თეთნულდის სათხილამურო ტრასას, იქ სეზონი 24 დეკემბერს გაიხსნება, ხოლო ბაკურიანში კოხტა და მიტარბი – 25 დეკემბერს.

2016 წელს საქართველოს სამთო–სათხილამურო კურორტებზე პირველად ააშენეს ერთდროულად ცხრა საბაგირო გზა – სამ–სამი გუდაურის, თეთნულდისა და მიტარბის ტრასებზე. 

ყველა ახალი ამბავი
0