ზამთრის კურორტი ბაკურიანი: დრონით გადაღებული კადრები

გამოწერა

ზამთრის სპორტის ათასობით მოყვარული სტუმრობს მაღალმთიან კურორტ ბაკურიანს სათხილამურო სეზონზე. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ ატარებენ დროს დამსვენებლები კურორტზე და ბაკურიანის ხედები, რომლებიც გადაღებულია დრონის საშუალებით.

ზამთრის სათხილამურო კურორტი ბაკურიანი თბილისიდან 180 კილომეტრის მოშორებით, ბორჯომის ხეობაში მდებარეობს. კურორტი თრიალეთის ქედზე დაახლოებით 1700 მეტრის სიმაღლეზეა.

დასახლება ქალაქ ბორჯომთან საავტომობილო გზით და სარკინიგზო ხაზითაა დაკავშირებული. ბაკურიანი და გუდაური 2014 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარების კანდიდატურადაც განიხილებოდა.

ბაკურიანი ასევე ცნობილია მინერალური წყაროებით და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკური ბაღით.

ყველა ახალი ამბავი
0