გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტმა პირველი სტუმრები მიიღო

© courtesy of Goderdziგოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტი
გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში უკვე ოთხ სამთო-სათხილამურო კურორტზე გაიხსნა სეზონი: გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძის უღელტეხილსა და სვანეთში.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტმა ახალ სეზონზე პირველი სტუმრები მიიღო.

ამ ეტაპზე კურორტზე სასტუმროს ტიპის შვიდი კოტეჯი, ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობაა განთავსებული.

აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების დამაკავშირებელ გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარება 2011 წელს დაიწყო. საბოლოო გეგმის თანახმად, კურორტმა ერთდროულად შვიდი ათასამდე დამსვენებლის მიღება უნდა შეძლოს.

„მომავალში, რა თქმა უნდა, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა. ჩვენ ვიწყებთ გაზაფხულზე უმნიშვნელოვანესი გზის მშენებლობას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტი — ხულო-ადიგენის გზის მონაკვეთი. ამავდროულად დაიწყება გაზიფიცირების პროექტი, რა ძალიან მნიშვნელოვანია მაღალმთიანი აჭარისთვის“, — განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა ზურაბ პატარაძემ.

გოდერძის კურორტზე აშენდება დასასვენებელი კომპლექსი Alliance Resort, რომლის ფართობი 3,120 კვმ-ს შეადგენს.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა ორი წლის შემდეგ დასრულდება. კომპლექსი ერთდროულად 250-მდე დამსვენებლის მიღებას შეძლებს.

გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტი უნიკალურ კლიმატურ ზონაში, ზღვის დონიდან 2 366 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და შავი ზღვის სანაპიროდან სულ 100 კილომეტრითაა დაშორებული. 

გუდაური - Sputnik საქართველო
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები 10 დეკემბრიდან გაიხსნება

ის ახლო საზღვარგარეთისა და რუსეთის ახალი და სწრაფად განვითარებადი სამთო-სათხილამურო კურორტების ტოპ-ხუთეულში შევიდა, რაზეც სასტუმროების საძიებელი სერვისის, RoomGuru.ru-ს მონაცემები მეტყველებს.

RoomGuru.ru-მ ტურისტების შორის საახალწლოდ ყველაზე პოპულარული სამთო-სათხილამურო კურორტები და დასასვენებელი კომპლექსები გამოავლინა. რეიტინგი წინა წელთან შედარებით სასტუმროების მოძებნისა და დაჯავშნის მონაცემების ზრდაზე დაყრდნობითა და ასევე კურორტის ტრასებისა და ინფრასტრუქტურის თანამედროვეობის გათვალისწინებით შედგა. 

საქართველოში უკვე ოთხ სამთო-სათხილამურო კურორტზე გაიხსნა სეზონი: გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძის უღელტეხილსა და სვანეთში.
რაც შეეხება თეთნულდის სამთო-სათხილამური ტრასას, ის 24 დეკემბერს გაიხსნება, ხოლო კოხტას და მიტარბის ტრასები (ბაკურიანი) — 25 დეკემბერს ამუშავდება.

© სტანისლავ კოზლიაკოვსკი, Sputnik-georgiaსაქართველოს ზამთრის კურორტები
საქართველოს ზამთრის კურორტები - Sputnik საქართველო
საქართველოს ზამთრის კურორტები

 

ყველა ახალი ამბავი
0