საქართველოში ახალგაზრდობა ინტერნეტში გართობაზე დიდ დროს ხარჯავს

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიმობილური ტელეფონი
მობილური ტელეფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი სტუდენტები დღე-ღამეში დაახლოებით 10 საათს უქმად კარგავენ.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველოში ახალგაზრდობა დროის უმეტეს ნაწილს ინტერნეტში გართობას ახმარს და არა სწავლას, განაცხადა დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ პრესკონფერენციაზე.

დემოგრაფმა წარმოადგინა კვლევის შედეგები, რომელშიც საქართველოს ხუთი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები მონაწილეობდნენ. კვლევის თანახმად, ახალგაზრდა მამაკაცები დღე-ღამეში ინტერნეტზე ხარჯავენ 10 საათსა და 20 წუთს, ხოლო ახალგაზრდა ქალები — 9 საათსა და 45 წუთს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
სახელმწიფო აუდიტი: უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრების ნახევარზე მეტი ცუდად სწავლობს

„ადამიანები ძალიან დიდ დროს ხარჯავენ ელექტრონულ სივრცეში, მაგრამ არა იმისთვის, რომ განვითარდნენ, არამედ – რომ ითამაშონ და გაერთონ", — განაცხადა თოთაძემ.

დემოგრაფი დარწმუნებულია, რომ თუ ადამიანს დროის სწორად გამოყენება არ შეუძლია, ის ფასეულს ვერაფერს შექმნის. თოთაძემ თავისი კვლევის შედეგებს საგანგაშო უწოდა, რადგან ახალგაზრდობა გართობისთვის ძალზე დიდ დროს უთმობს ტელევიზორს, მობილურ ტელეფონსა და კომპიუტერს.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ გამოკითხულთა ძირითადი ნაწილი იძინებს 01:00 ან 02:00 საათზე, ყოველი მეხუთე კი — 03:00 საათზე და უფრო გვიან.

ყველა ახალი ამბავი
0