სახელმწიფო აუდიტი: უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრების ნახევარზე მეტი ცუდად სწავლობს

© photo: Sputnik / Stringerივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აუდიტის დასკვნით, სახელმწიფოს მიერ სწავლის დაფინანსება სტუდენტებს მოტივაციას უკარგავს და ისინი აღარ ცდილობენ მაღალი აკადემიური მოსწრების ჩვენებას.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საქართველოს სამი ყველაზე მსხვილი უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულთა ნახევარზე მეტი, რომლებმაც ბაკალავრის დიპლომი 2016 წელს მიიღეს, ცუდად სწავლობდა, ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში, რომელიც უწყების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 

სახელმწიფო აუდიტმა ბაკალავრების მოსწრება თბილისის ივანე ჯავახიშვილი სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „ილიაუნისა“ და სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში შეამოწმა, რის შედეგადაც ბაკალავრთა 64%-ში სწავლის დაბალი ხარისხი დაფიქსირდა.

ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
განათლების მინისტრი: ქვეყანაში „უმუშევრობის ქარხანაა" შექმნილი

აუდიტმა ასევე გაარკვია, რომ 2016 წელს ლექცია-სემინარებს ბაკალავრიატის სტუდენტების მხოლოდ 15% ესწრებოდა.

სახელმწიფო აუდიტმა დეტალურად შეისწავლა იმ კურსდამთავრებულების მოსწრება, რომლებმაც 2010 წლის მისაღებ გამოცდებში მაღალი ქულები მოიპოვეს და 50%-იანი და მეტი სახელმწიფო გრანტი მიიღეს. გაირკვა, რომ მათ 40%-ს სწავლის დასრულებისთვის ასევე დაბალი მოსწრება ჰქონდა.

გამომდინარე აქედან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაასკვნა, რომ სწავლის დაფინანსება სტუდენტებს მოტივაციას უკარგავს და ისინი აღარ ცდილობენ მაღალი აკადემიური მოსწრების ჩვენებას.

ამასთან, უმაღლეს სასწავლებლებს სწავლის ხარისხისა და ლექციებზე დასწრების კონტროლის ქმედითი მექანიზმი არ გააჩნიათ და არ რეაგირებენ პრობლემებზე.

შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტი იძლევა რეკომენდაციას, შემუშავდეს სტუდენტთა ფინანსირების ისეთი მექანიზმი, რომელიც მოტივაციად იქცევა მათთვის სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში.

გარდა ამისა, ასევე აუცილებელია ისეთი პროგრამის ფორმირება, რომელიც ლექციებზე დასწრებას უზრუნველყოფს.

ყველა ახალი ამბავი
0