სპეციალისტი: მენინგიტი თბილისში გავრცელებული არ არის

გამოწერა
თბილისელები შეაშფოთა მენინგიტით დაავადების ორმა შემთხვევამ და მენინგოკოკცემიით გამოწვეულმა ლეტალურმა შედეგმა

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. მენინგიტი და მენინგოკოქცემია თბილისში გავრცელებული არ არის, პანიკისთვის არანაირი მიზეზი არ არსებობს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსზე ხათუნა ზახაშვილზე დაყრდნობით.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა მენინგოკოკცემიით გარდაცვლილი თბილისელი ქალის შესახებ, ხოლო თბილისის №41 საჯარო სკოლაში ორ თვეში მენინგიტით დაავადების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ფაქტებმა მშობლებში შეშფოთება გამოიწვია, ნაწილმა ბავშვები სკოლაში არ გაუშვა.

მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინა - Sputnik საქართველო
თბილისის სკოლაში მენინგიტის ორი შემთხვევა დაფიქსირდა

„მენინგიტი და მენინგოკოკცემია სრულიად განსხვავებული დაავადებებია… არაფერი უცნაური და, მით უმეტეს, საშიში არ ხდება. ბოლო დროს გამოვლენილი შემთხვევები აბსოლუტურად განსხვავებული მიზეზების გამო წარმოიქმნა და ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ", — განაცხადა ზახაშვილმა.

მენინგიტი — ტვინის გარსის ანთებაა, რომლის გამომწვევები სხვადასხვა ბაქტერიებია. პირველად მენინგოკოკური ინფექცია 1805 წელს აღწერეს, როდესაც ეპიდემიამ ჟენევა მოიცვა. ბაქტერიები ადამიანიდან ადამიანზე ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა. მენინგიტით დაავადების შემთხვევაში სიკვდილიანობის ალბათობა 15%-ს შეადგენს.

მენინგოკოკცემია — მენინგოკოკური ინფექციის მძიმე ფორმაა, რომლის დროს ხდება დაავადების გამომწვევის სისხლის ნაკადში მასიური მოხვედრა და ორგანიზმის ყველა ორგანოებსა და სისტემებზე მისი ტოქსიკური ზემოქმედება. ინფექციის გამომწვევია მენინგოკოკი (Neisseria meningitidis). ეს ბაქტერია ჰაერ-წვეთოვანი გზით არის გადამდები.

ყველა ახალი ამბავი
0