თბილისში მთელი მსოფლიოს მებაჟეები შეიკრიბნენ

გამოწერა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის კონფერენციის მონაწილეების წინაშე ევროპასა და აზიას შორის საქართველოს მნიშვნელოვანი სატრანზიტო როლის შესახებ ისაუბრა.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. თბილისში მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) კონფერენცია სახელწოდებით „მონაცემთა ძალა“ იმართება, რომელზეც განიხილება IT-ტექნოლოგიების სფეროს ბოლო მიღწევები და საბაჟოს მუშაობაში მათი გამოყენების საკითხები, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის სამდღიანმა კონფერენციამ და გამოფენამ თბილისში 180 ქვეყნის 600-მდე დელეგატი შეკრიბა. ღონისძიების მონაწილეებს შორის არიან მკვლევარები, მეწარმეები, მებაჟეები და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების წარმომადგენლები. კონფერენცია საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინიტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.

 „ძალიან ვაფასებ WCO-ს სამდივნოს მიერ შემოთავაზებულ შესაძლებლობას, რომლის წყალობითაც ეს კონფერენცია ტარდება თბილისში, იმ მომენტში, როდესაც საქართველო იმყოფება მსხვილი სავაჭრო-სატრანზიტო კვანძის აღდგენის გზაზე არამარტო ჩვენს რეგიონში, არამედ როგორც ევროპასა და აზიას შორის ერთ-ერთი საკვანძო რგოლის“, — განაცხადა ქუმსიშვილმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების მნიშვნელობას. 

შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა კაპიტან-ლეიტენანტი პაპუნა დავითაია დააჯილდოვა - Sputnik საქართველო
საქართველოს მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცეს

„საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები მთავრობების, ეკონომიკების და საზოგადოების ღრმა მოდერნიზაციის გასაღებია. ის ეკონომიკის ყველა ასპექტს ეხება. სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის, საბანკო საქმის, წარმოების და სხვა სფეროებში მომუშავე ადამიანები აწყდებიან საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების პროცესს“, — ხაზი გაუსვა ქუმსიშვილმა.

საქართველოს მთავარი ფინანსისტი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის საკითხს შეეხო. მან აღნიშნა, რომ სირთულეების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკამ მაღალი მაჩვენებლები  აჩვენა.

 „ბოლო პერიოდში ჩვენი ეკონომიკა ძალიან რთულ გარე ფაქტორებს გადააწყდა. 2014 წლის ბოლო კვარტლიდან ეკონომიკამ მნიშვნელოვანი გარე რყევები იგრძნო. მიუხედავად ამისა, 2015-2016 წლებში ეკონომიკურმა ზრდამ საშუალოდ 2,8% შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორებს შორის, ჩინეთისა და თურქეთის გარდა“, — აღნიშნა მან.

ვიცე-პრემიერმა  ასევე აღნიშნა საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში უმუშევრების რაოდენობის შემცირება. მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში უმუშევრობის დონე ქვეყანაში 15-დან 12%-მდე შემცირდა. 

გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში რეფორმებს "მწვანე შუქი აუნთო"

კონფერენციის ფარგლებში ქუმსიშვილი მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, კუნიო მიკურიას შეხვდა, რომელთან  ორგანიზაციასთან საქართველოს შემდგომი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

მიკურიამ და ქუმსიშვილმა კონფერენციისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერეს, სადაც კერძო სექტორმა და სახელმწიფო დაწესებულებებმა წარმოადგინეს თანამედროვე ტექნოლოგიური ინოვაციები და ელექტრონული სერვისები, რომელთა დანერგვა საბაჟო უწყებების შემდგომი საქმიანობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია 1953 წელს შეიქმნა. ის 180 ქვეყანას აერთიანებს. ორგანიზაციის შტაბ-ბინა ბრიუსელში მდებარეობს.

მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიზანია საერთაშორისო ინსტრუმენტების და კონვენციების შემუშავება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა საქონლის კლასიფიკაცია, საბაჟო ღირებულების შეფასება, საქონლის წარმოშობის წესები, საბაჟო მოსაკრებლები, მოწოდების ჯაჭვის უსაფრთხოება და სხვა.


ყველა ახალი ამბავი
0