საქართველოს მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცეს

© FB / МВД Грузииშს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა კაპიტან-ლეიტენანტი პაპუნა დავითაია დააჯილდოვა
შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა კაპიტან-ლეიტენანტი პაპუნა დავითაია დააჯილდოვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საზღვრების დაცვა ქვეყნის ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ქართველ მესაზღვრეებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა, რომელიც ქვეყანაში ყოველწლიურად 21 მარტს აღინიშნება.

"ჩემთვის დიდი პატივია, ჩვენს მესაზღვრეებს მივულოცო პროფესიული დღე. საზღვრის დაცვის გაძლიერება ჩვენი ხელისუფლების, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს ადამიანები იცავენ თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებას, ეს ადამიანები იცავენ სტაბილურობას ჩვენი ქვეყნისას, ეს ადამიანები მკაცრ კლიმატურ პირობებში, ნებისმიერ დროს დგანან სადარაჯოზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებისა", — განაცხადა მღებრიშვილმა.

საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი სასაზღვრო სექტორს - ომალოს ეწვია - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი სასაზღვრო სექტორს - ომალოს ეწვია

მინისტრი სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. მან "განსაკუთრებული დამსახურებისა და გაწეული ღვაწლისთვის" ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლობაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი და მეკავშირე ოფიცერი, კაპიტან-ლეიტენანტი პაპუნა დავითაია მედალიონით დააჯილდოვა.

დავითაია საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში 2009 წლიდან მუშაობს. 2014 წლიდან ის ნატოს საზღვაო ძალების სარდლობაში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელი და მეკავშირე ოფიცერია. დავითაია დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ნორტვუდში მსახურობს, აღნიშნულია შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

"მოხარული ვარ, რომ ნატოს საზღვაო ძალების სარდლობაში ჩემი აქტივობა ასე დადებითად იქნა შეფასებული. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრსა და სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობას ამ საპატიო ჯილდოსთვის. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მივულოცავ სასაზღვრო პოლიციის თითოეულ თანამშრომელს პროფესიულ დღეს", — აღნიშნა დავითაიამ.

მესაზღვრის დღე 1999 წელს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით დაწესდა

ამჟამად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედებს 65 სასაზღვრო სექტორი და 12 საბაჟო-გამშვები პუნქტი.

საქართველოს ესაზღვრება თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს. სახმელეთო საზღვრის საერთო სიგრძეა 1 655 კილომეტრი, ხოლო საზღვაო საზღვრის — 315.

ყველა ახალი ამბავი
0