საქართველოს პრემიერი სასაზღვრო სექტორს - ომალოს ეწვია

© FB / Георгий Квирикашвилиსაქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი სასაზღვრო სექტორს - ომალოს ეწვია
საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი სასაზღვრო სექტორს - ომალოს ეწვია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სასაზღვრო სექტორს - ომალოს ეწვია.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ორშაბათს საქართველო-რუსეთის საზღვარზე სოფელ ომალოს ეწვია და მესაზღვრეების მუშაობის პირობებს გაეცნო.

მთავრობის მეთაურმა საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს მესაზღვრის დღე წინასწარ მიულოცა, რომელიც საქართველოში ყოველწლიურად 21 მარტს აღინიშნება.

"თქვენ დგახართ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების სადარაჯოზე და საქართველოს მიწა-წყალს იცავთ. არ არსებობს ამაზე საპატიო მისია, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანას. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ერთგული გუშაგები. საქართველოს სახელით, მადლობას გიხდით სამშობლოს სამსახურისთვის, ჩვენი სიმშვიდისთვის. გისურვებთ დღეგრძელობას, საქართველოს გაძლიერებას, თქვენი ოჯახების კეთილდღეობას", — განაცხადა კვირიკაშვილმა მესაზღვრეებისადმი მიმართვისას.

დავით ნიკოლაიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით ნიკოლაიშვილი გახდა

აშშ-ის ხელისუფლებამ 2016 წლის თებერვალში საქართველოსთან ხელი მოაწერა სახელმწიფო საზღვრის მოდერნიზაციის შეთანხმებას, რომელიც დაახლოებით 10 მლნ აშშ დოლარის ოდენობით დაფინანსებას ითვალისწინებს.

შეთანხმების ფარგლებში იგეგმება სასაზღვრო სექტორების "კასუმლო" (საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი) და "ქედა" (საქართველო-თურქეთის საზღვარი) აშენება, რომლებიც თანამედროვე ტექნიკით იქნება აღჭურვილი.

მესაზღვრის დღე 1999 წელს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით დაწესდა.

ყველა ახალი ამბავი
0