თბილისში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-10 საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება

© Wines of Georgiaღვინის გამოფენა ლონდონში
ღვინის გამოფენა ლონდონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
2017 წელს გამოფენაში მონაწილეობს 97 კომპანია, წარმოდგენილი იქნება 170-ზე მეტი ღვინო. მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, სომხეთი, ავსტრია, ბელგია, კვიპროსი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში „ექსპო-ჯორჯია" ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საიუბილეო, მე-10 საერთაშორისო გამოფენა WinExpo-Georgia 2017 გაიმართება.

„10 წლის ისტორიის მანძილზე WinExpo-Georgia დამკვიდრდა, როგორც ღვინის წარმოების, დისტრიბუციისა თუ რეალიზაციის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალთა და მოყვარულთა შეხვედრის ადგილი. WinExpo-Georgia კავკასიის რეგიონში ერთადერთი გამოფენაა, სადაც წარმოდგენილია ღვინის ინდუსტრიის სრული სპექტრი", – განაცხადა ოთხშაბათს „ექსპო-ჯორჯიას" პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნინო გამრეკელმა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან გიორგი სამანიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

ნინო გამრეკელის თქმით, ეს არის გამოფენა და ბიზნეს–ფორუმი ყველა დაინტერესებული პირისთვის, სადაც შექმნილია კომფორტული და საქმიანი გარემო, რაც ხელს უწყობს ბიზნეს ურთიერთობების დამყარებასა და პროდუქციის რეალიზაციის ზრდას.

ქართული ღვინოები - Sputnik საქართველო
თბილისში 13 მაისს „ახალი ღვინის ფესტივალი“ გაიმართება

2017 წელს გამოფენაში მონაწილეობს 97 კომპანია, წარმოდგენილი იქნება 170-ზე მეტი ღვინო. მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, სომხეთი, ავსტრია, ბელგია, კვიპროსი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა.

გამოფენის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები ღვინის მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან, მსხვილ ბაიერებთან, შესაბამისი დანადგარებისა და აპარტურის მწარმოებლებთან.

გამოფენის პარალელურად კი გაიმართება ღვინის მე-9 საერთაშორისო კონკურსი, სადაც გამარჯვებულ საუკეთესო ღვინოებს გადაეცემა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები და საერთაშორისო დიპლომები.

ღვინის დეგუსტაცია - Sputnik საქართველო
ქართული ღვინის ტრიუმფი ლონდონის კონკურსზე

"წელს პირველად დამზადდება და გამარჯვებულებს გადაეცემა სახელობითი მედლები. ღვინის მე-9 საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრები არიან ტიმ ატიკინი – თავმჯდომარე (დიდი ბრიტანეთი), კენიჩი ოჰაში (იაპონია), ისა ბალი (თურქეთი), სარა ებოტი (დიდი ბრიტანეთი), მიხეილ მესხი (საქართველო) და გოგი დაქიშვილი (საქართველო)", — აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

გიორგი სამანიშვილის განცხადებით, სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ღვინო დამატებით დაჯილდოვდება უმაღლესი ჯილდოთი.

საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვებულ კომპანიებისთვის გათვალისწინებულია სახელობით მედლები:

საუკეთესო თეთრი მშრალი ღვინო — ივანე მუხრან-ბატონის სახელობის ოქროს მედალი;

საუკეთესო წითელი მშრალი ღვინო — ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის ოქროს მედალი;

საუკეთესო წითელი ნახევრადტკბილი ღვინო — დიმიტრი ყიფიანის სახელობის ოქროს მედალი;

საუკეთესო თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო — დიმიტრი ყიფიანის სახელობის ოქროს მედალი;

საუკეთესო თეთრი ქვევრის ღვინო — ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი;

საუკეთესო წითელი ქვევრის ღვინო — ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი.

ყველა ახალი ამბავი
0