ქართული ღვინის ტრიუმფი ლონდონის კონკურსზე

© photo: Sputnik / Stringerღვინის დეგუსტაცია
ღვინის დეგუსტაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულმა წითელმა მშრალმა ღვინომ ლონდონის პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე უმაღლესი ჯილდო მოიპოვა.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ქართულმა ღვინომ პირველად მიიღო პლატინის მედალი ლონდონის ყოველწლიურ კონკურსზე World Wine Awards, რომლის ორგანიზატორია ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Decanter-ი.

ღვინის უდიდესი კონკურსის საერთაშორისო ჟიურიმ პლატინის მედალი მიანიჭა ღვინის ქარხანა „მარანულის" მიერ წარმოებულ 2015 წლის მოსავლის ღვინოს „ოცხანური საფერე". 100 მაქსიმალური ქულიდან ღვინო 95 ქულით შეფასდა.

„ოცხანური საფერე" — წითელი მშრალი ღვინოა, რომელიც მზადდება იმერეთში გავრცელებული ყურძნის იგივე დასახელების ჯიშისგან.

World Wine Awards-ი ყველაზე დიდ და გავლენიან ღვინის კონკურსად მიიჩნევა — მასში მთელი მსოფლიოს 17 000-ზე მეტი დასახელების ღვინო იღებდა მონაწილეობას.

ჯილდოს ანიჭებენ საერთაშორისო დონის ექსპერტები ბრმა დეგუსტაციების საფუძველზე. ლონდონში გამართული Decanter-ის მე-14 კონკურსის მონაწილე ღვინოებს 200-ზე მეტი ღვინის ექსპერტი აფასებდა.

დეგუსტაციების შედეგების მიხედვით World Wine Awards 2017-ის გამარჯვებული სხვა ქართული ღვინოებიც გახდა.

მაგალითად, მეღვინეობა "ხარებას" 2012 წლის "საფერავს" ოქროს მედალი მიენიჭა. ღვინის ქარხანა "მარანულის" 2014 წლის ღვინო "რქაწითელი" კონკურსის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა და 100-დან 88 ქულა მიიღო. იმავე კომპანიის ღვინო „მუკუზანი" ექსპერტებმა 83 ქულით შეაფასეს და მან კონკურსის ხარისხის ნიშანი მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0