რჩევები თამბაქოსთვის თავის დანებების მსურველებს

CC BY 2.0 / Flickr/ Florian Christoph / smokerსიგარეტის მწეველი
სიგარეტის მწეველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik–საქართველოს“ ავტორი ინგლისელი მეცნიერების მიერ შემუშავებულ სპეციალურ კალენდარზე მოგვითხრობს, რომელიც მწეველებს ამ მავნე ჩვევისგან გათავისუფლებაში დაეხმარება.

დედამიწაზე ორი დღეა დაწესებული, რომლებიც თამბაქოს მწეველებს დიდად არ უყვართ. ერთი სწორედ დღესაა, რომელიც 1988 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დააარსა და ეწოდა „ერთი დღე თამბაქოს გარეშე“, ხოლო მეორე უფრო ლოკალურია და 1977 წლიდან მოქმედებს მხოლოდ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ყოველი წლის ნოებრის მესამე ხუთშაბათს (რატომ ხუთშაბათს, ვერ გეტყვით). ინგლისელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს თამბაქოს დანებების სპეციალური კალენდარი, სადაც აღწერილია სინდრომები, რაც თან ახლავს ამ მავნე ჩვევის გადაგდების პროცესს. ამ კალენდარს, დღეების მიხედვით, მოგვიანებით გაგაცნობთ, მანამდე კი რამდენიმე საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით.

1 ივნისიდან საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა იკრძალება - Sputnik საქართველო
დღეს დედამიწას ნუ დააბოლებთ...

რუსეთში თამბაქოს მოწევა პეტრე პირველის სპეციალური კანონით იქნა ნებადართული 1697 წელს და ამას თავისი მიზანი ჰქონდა. მოგეხსენებათ, პეტრე ქვეყნის ევროპულ ყაიდაზე გარდაქმნას ცდილობდა. მან შენიშნა, რომ ევროპულ არმიებში პრაქტიკულად ყველა ჯარისკაცი ეწეოდა. მცოდნე ხალხმა აუხსნა, რომ თამბაქო მღელვარებას ამცირებს, ამასთან შიმშილის გრძნობასაც აჩლუნგებს, ეს ორი თვისება კი ომის დროს საკმაოდ ხშირია. მას შემდეგ თამბაქო ჯარისკაცის განუყოფელი მეგზური გახდა. ახლა არ ვაპირებ იმის ჩამოთვლას, რას და როგორ ვნებს ნიკოტინი, ამის გაგება არც ისე ძნელია და პირდაპირ გადავალ თამბაქოსთვის თავის დანებების კალენდარზე, რომელიც, რა თქმა უნდა, ცოტა პირობითია, რადგან ყველა ადამიანი თავისთავად ორიგინალურია და როგორი რეაქცია ექნება ამა თუ იმ ორგანიზმს, ამის თქმა პრაქტიკულად შეუძლებელია. სიმპტომები, რომლებიც ინგლისელ მეცნიერებს მოჰყავთ, ასე ვთქვათ, საშუალო-სტატისტიკურია.

პირველი დღე — სისხლში მცირდება მხუთავი გაზის რაოდენობა, უმჯობესდება წითელი ბურთულაკების სატრანსპორტო ფუნქცია, ქსოვილში იმატებს ჟანგბადი. თამბაქოს მოწევის სურვილს იოლად ერევა იმის შეგრძნება, თუ რა „მაგარი“ ხარ. შესაძლოა მცირე თავბრუსხვევის შეგრძნება, უმადობა, დაძინების პრობლემა.

საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა იკრძალება - Sputnik საქართველო
საქართველოს ბარებსა და რესტორნებში, შესაძლოა, მოწევა აკრძალონ

მეორე დღე — ფილტვებში მცირდება ლორწოს გამოყოფა, ჩნდება ნიკოტინის „შიმშილის“ პირველი სიმპტომები, თუმცა პირველი დღის ეიფორია ამასაც გადაგალახვინებთ. მოგინდებათ მკვეთრი გემოს პროდუქტი. შესაძლოა ხველა, მცირე ტკივილი მუცლის არეში, დაძინების პრობლემა კვლავ არსებობს, თუმცა არ ეცადოთ ამ სიმპტომების სამედიცინო პრეპარატებით აღმოფხვრას. შეეცადეთ, გაიხსენოთ მოტივები, რატომაც გადაწყვიტეთ თამბაქოსთვის თავის დანებება.

მესამე დღე - იწყება ლორწოვანი გარსის რეპარაციის (აღდგენის) პროცესი ფილტვებსა და ბრონქებში. იზრდება გულსა და თავის ტვინში სისხლის მიწოდება, სტაბილურდება სისხლძარღვების ტონუსი, მცირდება ნიკოტინისადმი ფიზიკური ლტოლვა უჯრედის დონეზე. ამ ეტაპზე იმატებს პრობლემები. მკვეთრად იზრდება მადა, განსაკუთრებით ტკბილეულის მიმართ, შესაძლოა გულძმარვა, ადამიანმა არ იცის, რა აკეთოს, რით დაკავდეს, რომ თავიდან ამოიგდოს ტვინის მღრღნელი აზრები. არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ არანაირი წამლები, წინააღმდეგ შემთხვევაში ნიკოტინზე დამოკიდებულება შეგეცვლებათ ფარმაკოდამოკიდებულებით. ხშირად მიიღეთ შხაპი, დასაშვებია დღეში ერთი აბი ასპირინის მიღება.

როგორ დავანებოთ სიგარეტს თავი?

მეოთხე და მეხუთე დღეები — ტვინში სისხლის მიწოდება ფიზიოლოგიურ ნორმას უახლოვდება, ნორმალიზდება ბრონქიალური სეკრეცია, შესამჩნევად იკლებს გაღიზიანება, ეცადეთ, ტკბილეულისგან თავი შეიკავოთ, თუ ვერ ახერხებთ, ხილით შეცვალეთ. მეხუთე დღეს საკვების ნამდვილ გემოს შეიგრძნობთ. ხველა გრძელდება, შეგაწუხებთ ნახველიც.

მეექვსე დღე — ერთ-ერთი ყველაზე ძნელად გადასატანი დღეა. იზრდება წყურვილის შეგრძნება, ოფლიანობა, უფრო აგრესიულიც ხდებით, მეხუთე დღის შეგრძნებებიც სახეზეა, მაგრამ ეს ყველაფერი ზედაპირული შეგრძნებებია და მათი გადატანა შესაძლებელია, თუ აზრი არ შეგიცვლიათ.

მეშვიდე დღე — ნიკოტინზე ფიზიკური დამოკიდებულების ეტაპი დაძლეულია, ორგანიზმი უნიკოტინო რეჟიმზეა გადართული და სრულფასოვანი აღდგენითი პროცესებიც აქტიურ ფაზაშია. ამ დღის ძირითადი ემოცია სიცარიელის შეგრძნებაა, ხვდები, რომ მოწევა უფრო რიტუალია, ვიდრე ფიზიკური მოთხოვნილება. სასურველია, მოერიდოთ კონტაქტს მწეველებთან.

თუ თქვენ ეს შვიდი დღე გადაიტანეთ, ჩათვალეთ, რომ თამბაქოს წევისთვის თავი დანებებული გაქვთ. ამის შემდეგ უკვე თქვენი ნებაა, გნებავთ, აღარ მოწევთ და გნებავთ, მარკ ტვენის სინდრომი დაგემართებათ, გახსოვთ, ალბათ, როგორ ტრაბახობდა ეს გენიოსი მწერალი: თამბაქოსთვის თავის დანებებაზე იოლი არაფერი მეგულება, მე თავად ათასჯერ მაინც მაქვს თავი დანებებულიო.

ვერ მოგცემთ ვერანაირ გარანტიას, რომ ჩემი (ანუ ინგლისელი მეცნიერების) შედგენილი კალენდარი დაგეხმარებათ, მაგრამ ხომ გაგიგიათ, ცდა ბედის მონახევრეაო, ჰოდა, ნუ დაიზარებთ და თუ ვერ შეძელით, იმას მაინც იტყვით, მე ცდა არ დამიკლია, მაგრამ…

© photo: Sputnik / Stanislav Kozliakowskyცხოვრება სიგარეტთან ერთად
ცხოვრება სიგარეტთან ერთად - Sputnik საქართველო
ცხოვრება სიგარეტთან ერთად

 

 

ყველა ახალი ამბავი
0