საქართველოს ბარებსა და რესტორნებში, შესაძლოა, მოწევა აკრძალონ

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშისაზოგადოებრივ ადგილებში მოწევა იკრძალება
საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა იკრძალება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მწეველებისთვის შეიძლება სპეციალური ადგილი გამოყონ, ან მათ ქუჩაში გასვლა მოუწევთ.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველოს კაფეებში, ბარებსა და რესტორნებში, შესაძლოა, მოწევა აიკრძალოს — საკანონმდებლო ცვლილებები შემუშავების სტადიაშია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

თამბაქოს საწინააღმდეგო აქცია - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებამ მოწევის პრობლემა უნდა გადაჭრას

ამ დაწესებულებებში მოწევა დაშვებული იქნება, თუ სპეციალური ადგილი გამოიყოფა გამწოვით. წინააღმდეგ შემთხვევაში მწეველებს ქუჩაში გასვლა მოუწევთ.

ასევე იგეგმება ქუჩებში სიგარეტის სრული აკრძალვა. ეს აკრძალვა უკვე ვრცელდება სხვადასხვა რადიოსა და ტელევიზიაში.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სიგარეტის ღერებით გაყიდვას.

„ჩვენ კვლევა ჩავატარეთ და გავიგეთ, რომ ქვეყნის მოსახლეობის 60% რესტორნებსა და კაფე-ბარებში სიგარეტის მოწევის აკრძალვას მხარს უჭერს. საინტერესოა, რომ ამ ზომებს მხარს თვითონ ამ დაწესებულებების თანამშრომლებიც უჭერენ. რესტორნებისა და კაფე-ბარებისთვის მწეველებისთვის დამატებითი ადგილების მოწყობა მომგებიანი არ არის, ამიტომ ისინი სრულ და არა ნაწილობრივ აკრძალვას ემხრობიან, აღნიშნა გამყრელიძემ.

ამჟამად მოწევა აკრძალულია საქართველოს საჯარო, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

საქართველომ თამბაქოზე კონტროლის გამკაცრებისა და მოქმედების გეგმა 2013 წელს დაამტკიცა.

Жизнь с сигаретой, грузинская версия - Sputnik საქართველო
საქართველო: რა ღირს ცხოვრება თამბაქოსთან ერთად

 „ამ გეგმის თანახმად, თამბაქოზე კონტროლის გამკაცრების ზომები თანდათან მკაცრდება. კერძოდ, 2013 წლიდან სიგარეტზე ფასი ოთხჯერ გაიზარდა“, — აღნიშნა გამყრელიძემ.

კანონპროექტების პაკეტზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მუშაობს. უახლოეს მომავალში ის მთავრობას წარედგინება, ხოლო შემდეგ — პარლამენტს. კანონპროექტი მთავრობას განსახილველად ორჯერ წარედგინა, მაგრამ შემდგომი დამუშავებისთვის ორჯერვე უკან დაბრუნდა.

ყველა ახალი ამბავი
0