საქართველოს ხელისუფლებამ მოწევის პრობლემა უნდა გადაჭრას

© photo: Sputnik / Natia Tsirekidzeთამბაქოს საწინააღმდეგო აქცია
თამბაქოს საწინააღმდეგო აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოწევა მთელი მსოფლიოს პრობლემაა, მაგრამ საქართველოში ამ მხრივ მართლაც კატასტროფული მაჩვენებელია. ქალებში ფილტვის კიბოს წარმოშობის სიხშირემ საგანგაშო მაჩვენებელს მიაღწია და 2%-იდან 20%-მდე გაიზარდა.

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. სიგარეტის ბოლი ერთნაირად ვნებს როგორც აქტიურ მწეველს, ისე პასიურს, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა უნდა აკრძალოს! განაცხადა Sputnik–თან საუბრისას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა კახა ვაჭარაძემ.

მოწევა საზოგადოებრივ ადგილებში - Sputnik საქართველო
ექსპერტი: საქართველოში რთულია მოწევისთვის თავის დანებება

საქართველოს ხელისუფლება ახალ რეგულაციებზე მუშაობს, რომელთა თანახმადაც, ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ კაფე–ბარებსა და რესტორნებში მოწევა აიკრძალება.

„სიგარეტის თითო მოქაჩვაზე ორგანიზმში დაახლოებით შვიდი ათასი უცხო ნივთიერება ხვდება, რომელთაგან 250 ტოქსიკურია, ხოლო 70 — კიბოს გამომწვევი“, — აღნიშნა ვაჭარაძემ.

მისი თქმით, სიგარეტის მოწევა მთელი მსოფლიოს პრობლემაა, მაგრამ საქართველოში ამ მხრივ მართლაც კატასტროფული მაჩვენებელია. ქალებში ფილტვის კიბოს წარმოშობის სიხშირემ საგანგაშო მაჩვენებელს მიაღწია და 2%-იდან 20%-მდე გაიზარდა.

„აღარაფერს ვამბობ საშვილოსნოს, მკერდის კიბოზე ქალებში და პროსტატისა და კუჭის კიბოზე მამაკაცებში და ასევე სხვა დაავადებებზე. დაიმახსოვრეთ: სიგარეტი უარყოფითად მოქმედებს ყველა ორგანოზე!“ — გვაფრთხილებს ექიმი.

კახა ვაჭარაძე საგანგაშო სტატისტიკასაც გვაცნობს, რომლის თანახმადაც, საქართველოში წელიწადში დაახლოებით 11 ათასი აქტიური მწეველი კვდება, ხოლო სამი ათასი — პასიური.

„სიგარეტის მოწევა კლავს არა მხოლოდ თავად მწეველს, არამედ იმათაც, ვინც სიგარეტის წევისას მათ გვერდით იმყოფება“, — ხაზს უსვამს პროფესორი ვაჭარაძე.

ექიმი ხელისუფლებას მოუწოდებს, უფრო აქტიურად იმუშაოს მოწევასთან ბრძოლის კუთხით და ამ მხრივ მაგალითი მეზობელი სახელმწიფოებისგან აიღოს, რომლებმაც უკვე გაამკაცრეს თამბაქოს მოხმარებაზე კონტროლი.

სიგარეტის მწეველი - Sputnik საქართველო
ყველასგან განსხვავებული და უმარტივესი ხერხი ფილტვების გასაწმენდად

„გავიდეთ ქუჩაში და ვნახავთ, რომ ყველა ეწევა, ახალგაზრდები და ბავშვებიც კი. გამომდინარე აქედან, დაავადებების გაჩენის რისკი ძალიან მაღალია“, — დაასკვნა ექიმმა.

აქტიური და პასიური მწეველებიც კი შესაძლოა დაავადდნენ არა მხოლოდ კიბოთი, არამედ ტუბერკულიოზით, პნევმონიით, ბრონქიტით, გულ-სისხლძარღვთა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებით. ასევე მოსალოდნელია სისხლძარღვების პათოლოგია, უნაყოფობა და სხვა მრავალი.

„საქართველოში ერთ წელიწადში კიბოთი დაავადების 8 ათასი ახალი შემთხვევიდან 800–900 ფილტვების კიბოზე მოდის“, — განაცხადა კახა ვაჭარაძემ.

ფილტვების კიბოთი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად 4 მლნ ადამიანი იღუპება, ტუბერკულიოზით — 1.5–2 მლნ. ასევე გახშირებულია სიკვდილიანობა პნევმონიით, რასაც იმუნიტეტის დაქვეითება იწვევს. ხოლო იმუნიტეტს, თავის მხრივ, მოწევა აქვეითებს, აცხადებს ვაჭარაძე.

© photo: Sputnik / Stanislav Kozliakowskyცხოვრება სიგარეტთან ერთად
ცხოვრება სიგარეტთან ერთად - Sputnik საქართველო
ცხოვრება სიგარეტთან ერთად

 

ყველა ახალი ამბავი
0