ექსპერტი: საქართველოში რთულია მოწევისთვის თავის დანებება

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიმოწევა საზოგადოებრივ ადგილებში
მოწევა საზოგადოებრივ ადგილებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში მწევალთათვის მავნე ჩვევაზე უარის თქმის პირობები არ არის შექმნილი, მიიჩნევს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის დირექტორი.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, მათი შეძენის ხელმისაწვდომობა და თამბაქოს საწინააღმდეგო ლოიალური პოლიტიკა საქართველოს მცხოვრებლებს მოწევის დაწყებისკენ უბიძგებს, მიიჩნევს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის დირექტორი კახა ღვინიანიძე.

თბილისში საპროტესტო აქცია ჩატარდა მოთხოვნით — აიკრძალოს თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, მისი რეალიზაცია მხოლოდ სპეციალიზირებულ მაღაზიებში იყოს ნებადართული და სიგარეტის ჯიხურები სასწავლო დაწესებულებებიდან მოშორებით განთავსდეს.

„საქართველოში ძალიან რთულია მოწევისთვის დანებება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მწეველთათვის პირობები არ არსებობს, რათა მათ მოწევისთვის თავის დანებება შეძლონ… მე თვითონ ყოფილი მწეველი ვარ და კარგად ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც შენ ცხვირწინ ეწევიან. ეს სერიოზული მაპროვოცირებელი ფაქტორია“, – განაცხად Sputnik–თან ინტერვიუში ღვინიანიძემ.

თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისში ჩატარდა აქცია „ნუ მაბოლებ“

მისი აზრით, მოწევისთვის თავის დანებების წინ ადამიანს კარგად უნდა ესმოდეს, რომ პირველი ათი დღე მას სერიოზული ფიზიკური გარდატეხა, ე.წ. „ლომკა“ ელოდება. ამ პერიოდისთვის ღვინიანიძის რჩევაა – ბევრი სითხე მიიღოთ, ღრმა სინთქვითი ვარჯიშები გააკეთოთ, ივარჯიშოთ და მოწევის თითოეული სურვილის შეტევისთვის მზად იყოთ.

„ათი დღის მერე მდგომარეობა უმჯობესდება, ადამიანი თავს უკეთ გრძნობს, მაგრამ საშიშროება ჯერ წინ არის, მოწევის სურვილი ჯერ კიდევ ძლიერია, მობილიზაციის უნარი ხშირად იკარგება და რამდენიმე ხნის მერე ადამიანმა ისევ შეიძლება დაიწყოს მოწევა. უნდა ეცადოთ, რომ ასეთ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ“, – თქვა მან.

ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში ყოველი მეხუთე მოზარდი და ყოველი მესამე ზრდასრული ადამიანი სიგარეტზეა დამოკიდებული, რის გამოც წელიწადში 10 ათას ადამიანზე მეტი იღუპება.

Marlboro - Sputnik საქართველო
,,მალბოროც კი“... ანუ სიგარეტის ფასები და სარეკლამო კამპანია

2003 წლიდან საქართველოში 18 წლამდე პირთათვის თამბაქოს ნაწარმის მიყიდვა, სათამაშოებთან და კვების პროდუქტებთან ერთად მათი გაყიდვა აკრძალულია, მაგრამ, როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“ აცხადებენ, ეს კანონი მთელი საქართველოს მასშტაბით ირღვევა. 

© photo: Sputnik / Stanislav Kozliakowskyცხოვრება სიგარეტთან ერთად
ცხოვრება სიგარეტთან ერთად - Sputnik საქართველო
ცხოვრება სიგარეტთან ერთად

ყველა ახალი ამბავი
0