ყველასგან განსხვავებული და უმარტივესი ხერხი ფილტვების გასაწმენდად

CC BY 2.0 / Flickr/ Florian Christoph / smokerსიგარეტის მწეველი
სიგარეტის მწეველი - Sputnik საქართველო
გამოწერა

იცით, რომ სიგარეტის მოწევა მავნებელია, მაგრამ თავს ვერ ერევით და უარს ვერ ამბობთ ამ მავნე ჩვევაზე? მაშინ…

რასაც ახლა გირჩევთ, არც რთულია, არც განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს, არც უცნობი და არნახულ-არგაგონილი პროდუქტების ძებნასა და არც დიდ დროს. უბრალოდ, ვინც სიგარეტს თავს ვერ ანებებთ, ეცადეთ ყოველდღე მიირთვათ:

•    ჯანჯაფილი (იგივე ჯინჯერი), რომელსაც საქართველოში ძალიან „დაუმეგობრდნენ“ ბოლო წლებში, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ჯანჯაფილი ფილტვებს ჭარბი ლორწოსგან წმენდს;

•    ხახვი და ნიორი — ძლიერი ანტისიმსივნური თვისებების მქონე ბოსტნეული, ავთვისებიანი დაავადებების უებარი პროფილაქტიკური საშუალება;

•    კურკუმა —  ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანტისიმსივნური თვისებების სუნელ–სანელებელი, იყიდება ყველა ჰიპერმარკეტში.

CC BY 2.0 / Flickr/ thedabblist / Turmeric Body Masqueდაფქული კურკუმა გარეგნულად ძალიან ჰგავს დაფქულ ზაფრანას
დაფქული კურკუმა გარეგნულად ძალიან ჰგავს დაფქულ ზაფრანას  - Sputnik საქართველო
დაფქული კურკუმა გარეგნულად ძალიან ჰგავს დაფქულ ზაფრანას

უკეთესი იქნება, თუ ამ ყველაფერთან ერთად ფილტვებს სპეციალური ელექსირითაც გაიწმენდთ.

თქვენ დაგჭირდებათ:

400 გრ ხახვი

1 ლ წყალი

400 გრ შაქარი

2 სუფრის კოვზი კურკუმა

ჯანჯაფილი — დიდი თითის ტოლი ნატეხი.

მომზადება

შაქრისა და წყლისგან მოადუღეთ სეროფი, დაამატეთ ოთხ–ოთხად დაჭრილი ხახვი და  ჯანჯაფილის მესამედი. დააცადეთ წამოდუღება და როგორც კი ეს მასა დუღილს დაიწყებს, მაშინვე ჩაამატეთ კურკუმა. ამის შემდეგ ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ და მანამდე ადუღეთ, სანამ რაოდენობა არ განახევრდება. მერე გაწურეთ და ქილაში გადაიღეთ. ელექსირი მაცივარში უნდა შეინახოთ.

მიღების წესი

ელექსირი დღეში ორჯერ უნდა მიიღოთ — თითო ჯერზე ორი სუფრის კოვზის ოდენობით: დილით უზმოზე და საღამოს ბოლო ჭამიდან ორი საათის შემდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0