საქართველოში თამბაქოს მოხმარების საფუძველზე დაახლოებით 250 ათას ადამიანს წელიწადში სხვადასხვა სახის დაავადებები უვლინდებათ. Sputnik-ის ინფოგრაფიკის საშუალებით გაიგეთ თუ რა ღირს ცხოვრება თამბაქოსთან ერთად.
ამ ეტაპზე საქართველოს მოსახლეობის 40% თამბაქოს მომხმარებელია, მწეველთა ნახევარი მამაკაცია.
„თამბაქოს მოხმარების თვალსაზრისით საქართველოს ევროპაში პირველი ადგილი უკავია“, — განაცხადა Sputnik-თან საუბრისას „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარემ გიორგი ბახტურიძემ.
2015 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აღინიშნა, რომ თამბაქოს მოხმარება საქართველოს განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია.