ბასილაშვილი "როლან გაროსის" მეორე რაუნდში გადავიდა

© Sputnik / Levan Avlabreliჩოგბურთი, საქართველოს ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი
ჩოგბურთი, საქართველოს ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„დიდი სლემის" სერიიდან საჩოგბურთო ტურნირის მეორე რაუნდში ნიკოლოზ ბასილაშვილი ხორვატს ვიქტორ ტროიცკის დაუპირისპირდება.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (63) ოთხ სეტში ანგარიშით 1:6, 6:2, 6:4, 6:1 ფრანგ ჟილ სიმონს (32) მოუგო და პარიზში „დიდი სლემის" სერიის „როლან გაროსის" ტურნირის მეორე რაუნდში გადავიდა.

პირველი პარტია ქართველი ჩოგბურთელისათვის არც ისე კარგად წარიმართა. ბასილაშვილს ჩაწოდების პრობლემები ჰქონდა, რაც მოგებული ბურთების რაოდენობაზე აისახა — სულ 54%, სიმონსის  82%-ის წინააღმდეგ.

არადამაჯერებლად მოქმედებდა ბასილაშვილი ბურთების გათამაშებისას. მან მოიგო 15 ქულა, როდესაც ფრანგმა 27 ქულა მოიპოვა.

ამ შეცდომებმა გამოიწვია სიმონის სამი ბრეიკი და პირველი პარტიის წაგება — 1:6.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და ჟო–ვილფრედ ტსონგა მატჩის წინ ლიონში - Sputnik საქართველო
ბასილაშვილი ლიონის საჩოგბურთო ტურნირის ნახევარფინალში დამარცხდა

მეორე სეტში ბასილაშვილს ისევ არ გამოსდიოდა პირველი ჩაწოდება, თუმცა გაუმჯობესდა მეორე. თანაც 32 წლის სიმონი უფრო მეტ შეცდომას უშვებდა, რამაც ნიკოლოზს ორი ბრეიკის გაკეთების შესაძლებლობა მისცა და სეტის დამსახურებული მოგება — 6:2.

ყველაზე მხიარული და უცნაური მესამე პარტია აღმოჩნდა. ორივე ჩოგბურთელი სულ უფრო მეტ შეცდომებს უშვებდა. შედეგად სიმონმა ორჯერ აიღო ბასილაშვილის ჩაწოდება, თუმცა, საკუთარი ჩაწოდება სამჯერ დათმო. ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს და მსოფლიოს 63-ე ჩოგბურთელმა მოიგო — 6:4.

დასკვნით პარტიაში სიმონი აშკარად დაღლილად გამოიყურებოდა, და ერთადერთი, რაც მოითხოვებოდა ბასილაშვილისგან — ხელიდან არ გაეშვა გამარჯვება, რომელიც თავად ჩაუვარდა მას. წაყენებულ ამოცანას ქართველი ჩოგბურთელი ორსაათნახევარში გაუმკლავდა და მეორე რაუნდში გადავიდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილმა ბარსელონაში АТР სერიის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა

ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე გახდება მსოფლიოს 35-ე ჩოგბურთელი ხორვატი ვიქტორ ტროიცკი, რომელმაც სამ სეტში ანგარიშით 7:6, 6:4, 6:0 რუსეთის წარმომადგენელს ევგენი დონსკოის მოუგო.

პირველ რაუნდში გამარჯვება ბასილაშვილს 10 სარეიტინგო ქულას და საპრიზო ფონდის 35 000 ევროს მოუტანს.

„როლან გაროსი" – „დიდი სლემის" სერიიდან სეზონის მეორე ტურნირია. მისი საპრიზო ფონდი 16 მილიონ 790000 ევროს შეადგენს, ხოლო მოქმედი ჩემპიონია სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.

 

ყველა ახალი ამბავი
0