ბასილაშვილმა ბარსელონაში АТР სერიის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა

© Sputnik / Levan Avlabreliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მეათე ჩოგანთან დამარცხდა.

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი (61) ბელგიელ დავიდ გეფენთან ორ სეტში ანგარიშით 5:7, 0:6 დამარცხდა და АТР 500-ის სერიის ბარსელონის ტურნირის მესამე რაუნდში ვერ მოხვდა.

პირველი პარტიის დასაწყისში ბასილაშვილმა მსოფლიოს მეათე ჩოგანის ჩაწოდება აიღო და მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება შეეძლო, მაგრამ მეოთხე გეიმში გოფენმა უკუბრეიკი გააკეთა და ანგარიში გაათანაბრა. უნდა აღინიშნოს, რომ პირველ სეტში ორივე ჩოგბურთელი უამრავ შეცდომას უშვებდა და გაცილებით უკეთესად მოქმედებდა მეტოქის ჩაწოდებაზე, ვიდრე საკუთარზე. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილი ბარსელონაში АТР-ს სერიის ტურნირის მეორე რაუნდში გავიდა

საბოლოო ჯამში, გოფენმა ერთი ბრეიკით მეტი გააკეთა და პარტია ანგარიშით 7:5 მოიგო.

მეორე სეტის დასაწყისში ბასილაშვილი შეეცადა მეტოქე ბრძოლისთვის აეძულებინა, მაგრამ ბელგიელის კლასმა თავისი საქმე გააკეთა. მას შემდეგ, რაც ანგარიში გოფენის სასარგებლოდ 3:0 გახდა, კორტზე მიმდინარე თამაში უფრო ვარჯიშს ჰგავდა, ვიდრე მერვედფინალისთვის ბრძოლას. შედეგად — 6:0 და შემდეგ რაუნდში გადასვლა, სადაც გოფენი კარენ ხაჩანოვი (რუსეთი) — პაბლო კუევას (ურუგვაი) წყვილის გამარჯვებულს შეხვდება. 

რაც შეეხება ბასილაშვილს, ტურნირის მეორე რაუნდში გადასვლამ ქართველ  ჩოგბურთელს 20 სარეიტინგო ქულა და 16 ათასი ევრო მოუტანა.

АТР 500-სერიის ტურნირი ბარსელონაში 30 აპრილამდე გაგრძელდება, რომლის საპრიზო ფონდი 2 350 ათას ევროს შეადგენს.

ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია რაფაელ ნადალი, რომელიც ბარსელონის კორტებზე უძლიერესი ცხრაჯერ გახდა და ამით რეკორდი დაამყარა.


ყველა ახალი ამბავი
0