დამოუკიდებლობის დღე საქართველოში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliდამოუკიდებლობის დღე თბილისში
დამოუკიდებლობის დღე თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღონისძიებები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება, თუმცა მოვლენათა ეპიცენტრი დედაქალაქში – თბილისშია.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოში 26 მაისს დამოუკიდებლობის აღდგენის 26 წლისთავს აღნიშნავენ. დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა მოქალაქეს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სოციალური, პარტიული, რელიგიური კუთვნილებისა და ცხოვრების ნირისა.

ტრადიციულად დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ეპიცენტრი თბილისში იქნება.

სწორედ თბილისიდან, რუსთაველის გამზირიდან 1989 წელს დაიწყო ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობაში საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.

26 მაისი ისტორიული თარიღია. ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ქართველი სამხედროები დამოუკიდებლობის დღის ზეიმზე - Sputnik საქართველო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 2017: თბილისში ღონისძიებათა პროგრამა

პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ ორნახევარი წელი იარსება, თუმცა იგი ქვეყანაში დღემდე ახსოვთ.

ამჟამად დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ორ დღეს გასტანს — 26 და 27 მაისს.

წლების მანძილზე დამოუკიდებლობის დღეს საქართველოში აღლუმით აღნიშნავდნენ.

2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გადაწყვიტეს უარი ეთქვათ ამ ტრადიციაზე და უპირატესობა სახალხო სეირნობისათვის მიენიჭებინათ. თუმცა არც სამხედრო ტექნიკის გარეშე ივარგებდა და სამინისტროები, მათ შორის თავდაცვის სამინისტრო და შსს თავის „კარებს“ უბრალო მოქალაქეებისთვის რუსთაველის გამზირზე ხსნიან. ეს განსაკუთრებით ბავშვებს უხარიათ, რომელთაც შეუძლიათ თავისუფლად იცოცონ ტანკებსა და სხვა საბრძოლო ტექნიკაზე და ხელში იარაღი დაიჭირონ.

„მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ — წლევანდელი დღესასწაულის ლაიტმოტივია.

სწორედ რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ იქნება დღესასწაულის მთავარი თემა.

დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო
სამხედრო ტექნიკა, კონცერტი და ფიცი: საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება

გასართობს და სანახავს რუსთაველის გამზირზე მოზრდილებიც იპოვნიან. მათ საშუალება ექნებათ დაესწრონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას.

დილიდან სოფიკო ჭიაურელის სახელობის სკვერში და მიმდებარე ქუჩებზე გაიხსნება ყვავილების გამოფენა-გაყიდვა „ვარდობის თვე თბილისში“, სადაც თავის კოლექციას 180 ყვავილების მოყვარული წარმოადგენს მთელი საქართველოდან.

დამოუკიდებლობის დღე მეჯლისის გარეშეც არ ჩაივლის. საზეიმო კონცერტითა და ფეიერვერკებით ტკბობას თბილისელები საღამოს შეძლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0