სამხედრო ტექნიკა, კონცერტი და ფიცი: საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება

© photo: Sputnikდამოუკიდებლობის დღე
დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო აღლუმის ნაცვლად სახალხო მსვლელობა იმართება.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, თავისუფლების მოედანზე 400-მდე ახალწვეული სამხედრო ფიცს დადებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტზე დაყრდნობით.

თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი იქნება სამხედრო ტექნიკა. საზეიმო ღონისძიებებს დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომლებიც მოსახლეობას მიმართავენ და დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავენ.

რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სამინისტროების და უწყებების საინფორმაციო სტენდები, სადაც აისახება განხორციელებულ პროექტზე ინფორმაცია.

გარდა ამისა, ვარდების მოედანზე გასართობი ღონისძიებები და კონცერტი გაიმართება.

წელს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ჩატარდება ლოზუნგით "მე ვეფხისტყაოსნის ქვეყნიდან ვარ". საზეიმო ღონისძიებების ძირითადი თემატიკა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" იქნება.

ვეფხისტყაოსანი - Sputnik საქართველო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს „ვეფხისტყაოსნის" მოტივებზე აღნიშნავენ

საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის აღდგენის 26 წლისთავს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.

26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით, ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორნახევარი წელი იარსება.

მრავალი წლის განმავლობაში დამოუკიდებლობის დღე სამხედრო აღლუმით აღინიშნებოდა. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ ტრადიციაზე უარი ითქვა და უპირატესობა სახალხო მსვლელობას მიენიჭა.

ყველა ახალი ამბავი
0