თბილისის ლიტერატურული ფესტივალი მწერლებს მთელი მსოფლიოდან შეკრებს

© photo: Sputnikწიგნის დღეები თბილისში
წიგნის დღეები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალზე გაიმართება შეხვედრები მწერლებთან და პოეტებთან, ლექციები სტუდენტებისთვის და სხვადასხვა თემატური დისკუსია.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. თბილისის III საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის სტუმრები იქნებიან პოეტები და მწერლები აშშ-დან, რუსეთიდან, ევროპის ქვეყნებიდან, შუა და სამხრეთი აზიიდან, აფრიკიდან.

ღონისძიების მონაწილეები იქნებიან პროზაიკოსები, ესეისტები, მთარგმნელები, პოეტები და ლიტერატორები 17 ქვეყნიდან. ფესტივალი 29 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

როიალის კლავიშები - Sputnik საქართველო
სიბრძნე და ასაკი, სამფერიანი შუქნიშანი და თეთრი და შავი კლავიშები...

რუსეთს თბილისის ფესტივალზე წარმოადგენს პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი, მრავალი პრემიის ლაურეატი და რიგი ლიტერატურული პრემიების ჟიურის წევრი სერგეი განდლევსკი; აშშ-ს — ცნობილი ფანტასტი მწერალი აიზერ მარიონი, ისრაელს კი პოეტი, ნოველისტი და ესეისტი ამირ ორი და პოეტი დითი რონენი.

საქართველოში საკუთარი ქვეყნის პოეზიას წარმოადგენენ გერმანელი მწერალი კატია ლანგე-მიულერი, უკრაინული წარმოშობის გერმანელი მწერალი და ჟურნალისტი კატია პეტროვსკაია, რუსულ-ებრაული წარმოშობის ოლგა გრიაზნოვა, ულა ლენცე და კლემენს მაიერი; ავსტრიელი დრამატურგი ფოლკერ შმიტი, ლიტველი პოეტი, მთარგმნელი და ლიტერატურათმცოდნე ტომას ვენცლოვი, არაბულენოვანი ლიბიელი პროზაიკოსი, რომანისტი, ნოველისტი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი იბრაჰიმ ალ-ქუნი.

წიგნის დღე - Sputnik საქართველო
თბილისის წიგნის ფესტივალი ნორვეგიის ცნობილ მწერლებს უმასპინძლებს

ფესტივალის მონაწილენი არიან ასევე მარიანა კიანოვსკაია უკრაინიდან, ალეკპერ ალიევი აზერბაიჯანიდან, თოზან ალქანი თურქეთიდან, ვოლია ჰაპეევა ბელარუსიდან, იარომირ ტიპლტი ჩეხეთიდან, დანიუშ ტომაშ ლებიოდა პოლონეთიდან, ანისურ რაჰმანი ბანგლადეში/შვედეთიდან, რიჩარდ ბერენგარტენი დიდი ბრიტანეთიდან, დიმიტრის ლიაკოსი საბერძნეთიდან და იურგენ როოსტე ესტონეთიდან.

ფესტივალზე დაგეგმილია შეხვედრები მწერლებთან და პოეტებთან, ლექციები სტუდენტებისთვის, სხვადასხვა თემატური დისკუსიები, ასევე ჯაზისა და პოეზიის საღამოები, რომელზეც შესაძლებელი იქნება უცხოელი ავტორების ლექსების მოსმენა.

ფესტივალის ღონისძიებები ჩატარდება მწერალთა სახლში, სამეფო უბნის თეატრში, ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმში, ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კავკასიურ სახლში. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 2015 წელს მწერალთა სახლისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა.

ყველა ახალი ამბავი
0