სიბრძნე და ასაკი, სამფერიანი შუქნიშანი და თეთრი და შავი კლავიშები...

CC BY 2.0 / antony griffiths / pianoროიალის კლავიშები
როიალის კლავიშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟვანეცკი ერთ-ერთი იმ ავტორთაგანია, რომელთაც შეუძლიათ აზრს ლაკონური, სარკასტული და აბსოლუტურად დასრულებული ფორმა მისცენ.

"სიბრძნის სიმფონია" მიხაილ ჟვანეცკის — მწერლისა და სატირიკოსის ფრთიან გამონათქვამებს გთავაზობთ.

• არასდროს გააზვიადოთ მტრების სიბრიყვე და მეგობრების ერთგულება.

• თუ გეუბნებიან, რომ მრავალმხრივი პიროვნება ბრძანდებით, ნუ შეიფერებთ. შესაძლოა, მხედველობაში აქვთ, რომ ერთდროულად არამზადა, ყალთაბანდი და პარაზიტი ბრძანდებით.

საზოგადოება - Sputnik საქართველო
სულელი, არიფი, ბანდიტი და ჭკვიანი - კარლო ჩიპოლას უნივერსალური კანონები

• თუ იდიოტს ეკამათები, დიდი ალბათობით, ისიც იმავეს აკეთებს.

• იღბალი მამაცებს უღიმის.. შემდეგ დიდხანს იცინის მათზე.

• ალკოჰოლი მცირე დოზებით უვნებელია ნებისმიერი რაოდენობით.

• აზროვნება ისე ძნელია, ამიტომ ადამიანთა უმეტესობა სხვას განსჯის.

• ოპტიმისტს სწამს, რომ საუკეთესო სამყაროში ვცხოვრობთ. პესიმისტს ეშინია, რომ ეს მართლა ასეა.

• ადამიანს არაფერი ისე არ ტკენს, როგორც საკუთარი ბედნიერების ნამსხვრევები.

• არაფერია, თუ დაგცინიან. უფრო ცუდია, როცა დაგტირიან.

• სიბრძნე ყოველთვის ასაკთან ერთად არ მოდის. ხანდახან ასაკი მარტო მოდის.

• ჩვენი თავისუფლება იმ შუქნიშანს ჰგავს, რომელზეც ერთდროულად სამი ფერი ანთია.

ქართველი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია - Sputnik საქართველო
სიბრძნის სიმფონია: სიკეთე ბოროტისთვის, თათბირი შლეგისთვის, ქადაგება გონებაჩლუნგისთვის

• თუ დიდხანს არ დაგირეკეს ნათესავებმა და მეგობრებმა, ეს ნიშნავს, რომ მათ ყველაფერი წესრიგში აქვთ.

• თუ გამოჩნდა ვინმე, რომელიც მზადაა, მთები გადადგას, მას აუცილებლად მიჰყვებიან სხვები, რომლებიც მზად არიან, მას კისერი მოუგრიხონ.

• ნამდვილი მარტოობა — როდესაც მთელი ღამე საკუთარ თავს ელაპარაკებით და თქვენი არ ესმით.

• ფიზკულტურა სიცოცხლეს ხუთი წლით ახანგრძლივებს, მაგრამ ეს ხუთი წელი სპორტდარბაზში უნდა გაატაროთ.

• რა არის ჩვენი ცხოვრება: არ მიეჩვევი — ჩაძაღლდები, არ ჩაძაღლდები — მიეჩვევი.

• სჯობს, გაჩუმდე და სულელად მოაჩვენო თავი, ვიდრე ალაპარაკდე და ამასთან დაკავშირებით ყველა ეჭვი გააქარწყლო.

• ცხოვრება როიალს ჰგავს: თეთრი კლავიში, შავი კლავიში… შემდეგ — თავს ახურავენ.

• ბედნიერი თუ ვარ? სხვადასხვა დროს ამ კითხვას სხვადასხვანაირად ვპასუხობდი, მაგრამ ყოველთვის — უარყოფითად.

 

ყველა ახალი ამბავი
0