სეტყვისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ კახეთში გზა გადაკეტა

© photo: Sputnik / Mara 1სეტყვა
სეტყვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახეთში სეტყვისგან დაზარალებული სოფლების მცხოვრებლები ზარალის შეფასებისა და დახმარებისთვის სამთავრობო კომისიის ჩასვლას ითხოვენ.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ლაგოდეხის რაიონის სოფელ საკობოს მოსახლეობამ სოფლიდან ლაგოდეხისკენ მიმავალი გზა 15 წუთი გადაკეტა.

სეტყვა - Sputnik საქართველო
უამინდობა საქართველოში: სეტყვამ და ძლიერმა ქარმა მოსახლეობა დააზარალა

გუშინ ძლიერმა ქარმა და სეტყვამ მნიშვნელოვნად დააზარალა კახეთის სოფლები. კვირას სეტყვა გამეორდა. მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

„არ მოდიან. ყურადღებას არავინ გვაქცევს. იძულებული ვიყავით, გზა გადაგვეკეტა, რომ მოვიდნენ და ყურადღება მოგვაქციონ“, – განაცხადა სოფლის ერთ–ერთმა მცხოვრებმა ტელეკომპანია Rustavi2–ის ეთერში.

გზა მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ადგილზე პოლიციისა და გამგეობის თანამშრომლები მივიდნენ.

ხელისუფლება, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ზარალს იმათ აუნაზღაურებს, ვისაც მოსავალი დაზღვეული ჰქონდა და აგროკრედიტით სარგებლობს.

სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი СД-26 - Sputnik საქართველო
ცენტრი „დელტა“ სეტყვის ზარალის შემცირებას ცდილობს

სოფლის მოსახლეობა ასევე ჩიცის, რომ ბანკებიდან კრედიტი აქვთ აღებული და ხელისუფლებას მათი გადახდის გადავადებაში დახმარებას სთხოვს.

ამინდმა პრობლემები შექმნა დასავლეთ საქართველოშიც. გუშინ, საღამოს ძლიერი წვიმის შედეგად ნაპირებიდან მდინარე რიონი გადმოვიდა, რომელმაც იმერეთის რაიონის სოფელ ჟონეთი დატბორა.

საქართველოს მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით, უამინდობა 26 მაისამდე შენარჩუნდება.

ყველა ახალი ამბავი
0