ცენტრი „დელტა“ სეტყვის ზარალის შემცირებას ცდილობს

© FB / STC Deltaსეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი СД-26
სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი СД-26 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცენტრ „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები რვა საათზე მეტი ხნის განმავლობაში ესროდნენ სეტყვასაშიშ ღრუბლებს კახეთის თავზე და, ცენტრის თანამშრომლის განცხადებით, მათ ზარალის მინიმუმამდე დაყვანა შეძლეს.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკური ცენტრის, „დელტას“ თანამშრომლებმა კახეთში 3,7 ათასი კვადრატული კილომეტრზე მეტ ფართობზე სეტყვასაშიშ ღრუბლები 230 რაკეტით ებრძოდნენ და ამით დიდი ზარალის თავიდან აცილება შეძლეს, აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.

შაბათს საქართველოში ძლიერი ქარი ქროდა და სეტყვა მოვიდა. უამინდობისგან განსაკუთრებით ლაგოდეხის რაიონში სასოფლო სავარგულები დაზარალდა. ადგილობრივი მოსახლეობა „დელტას“ თანამშრომლების უმოქმედობას უჩიოდნენ.

სეტყვა - Sputnik საქართველო
უამინდობა საქართველოში: სეტყვამ და ძლიერმა ქარმა მოსახლეობა დააზარალა

ცენტრში, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ სეტყვასაშიშ ღრუბლებს 12:04–დან 20:41 საათამდე ამუშავებდნენ ახმეტის, თელავის, გურჯაანის, ყვარელის, სიღნაღის და ლაგოდეხის რაიონებში. არსებობდა სეტყვის მოსვლის 100–პროცენტიანი ალბათობა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 40-50 მმ იყო.

„აქტიური ზემოქმედების შედეგად მოხერხდა რეგიონში შემოსული სეტყვასაშიში ნალექის არსებულ მასშტაბებში ლოკალიზება და მისი შემდგომი გაძლიერების თავიდან არიდება. ნალექის მასა აღნიშნულ ექვს რაიონში წვიმის და ნაწილობრივ სეტყვის სახით ჩამოიცალა“, – ნათქვამია განცხადებაში.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კახეთში 2015 წელს დამონტაჟდა. მას შეუძლია სეტყვასაშიში ღრუბლების აღმოჩენა და მისი განეიტრალება საწყის სტადიაში. კახეთის ყველა რაიონში მოწყობილია საცეცხლე წერტილები, გარდა ამისა, განიხილება აღნიშნული დანადგარის სხვა რეგიონებში განთავსების საკითხიც.


ყველა ახალი ამბავი
0