„ლივერპული“ თუ „არსენალი“ - ინგლისის ფეხბურთის ჩემპიონატის პროგნოზები

© AP Photo / Alastair Grant„ლივერპული“ თუ „არსენალი“ - ინგლისის ფეხბურთის ჩემპიონატის პროგნოზები
„ლივერპული“ თუ „არსენალი“ - ინგლისის ფეხბურთის ჩემპიონატის პროგნოზები - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik-საქართველოს“ სპორტული მიმომხილველი გთავაზობთ ინგლისის ფეხბურთის ჩემპიონატის დასკვნითი ტურის მატჩების პროგნოზს, სადაც შემდეგი სეზონის ჩემპიონთა ლიგის მონაწილეები გამოვლინდებიან.

დღეს, 21 მაისს, ინგლისის პრემიერ-ლიგაში 2016/2017 სეზონის დასკვნითი მატჩები გაიმართება.

ჩემპიონი ცნობილია, გუნდები, რომლებიც ინგლისის ფეხბურთის ელიტას ტოვებენ — გარკვეულია. ღიად რჩება ორი საკითხი — სრული სია იმ კლუბების, რომლებიც უეფას ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაში შემდეგ სეზონზე მიიღებენ მონაწილეობას. აქ საბოლოო სიცხადეს ევროპის ლიგის ფინალი შეიტანს, სადაც 24 მაისს „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „აიაქსი“ შეხვდებიან. 

ტოტენხემის გუნდის მოთამაშეები - Sputnik საქართველო
ტოტენჰემი-არსენალი: ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩის პროგნოზი

სატურნირო ცხრილს თუ გადავხედავთ, ამჟამად ჩემპიონთა ლიგაში, „ჩელსის“ და „ტოტენჰემის“ გარდა, მესამე ადგილიდან  „მანჩესტერ სიტი“ და მეოთხედან „ლივერპული“გადიან. წინასწარ ვივარაუდებ, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ ეს დისპოზიცია არ შეიცვლება. 

კონკურენტებისგან განსხვავებით, სეზონის დასკვნით თამაშს „სიტი“ სტუმრად მართავს. მართალია, რომ მეტოქეში გვარდიოლას გაუმართლა. „ვიკარიჯ როუდზე“ „ქალაქელებს“ უსუსტესი „უოტფორდი“ უმასპინძლებს, რომელმაც თამაში რამდენიმე კვირის წინ დაასრულა.

 „უოტფორდს“ ვალტერ მაცარი უდგას სათავეში, რომელიც მანამდე ორი წელი „ინტერს“ ხელმძღვანელობდა. თუმცა, იტალიელი გუნდს ვერ შეეწყო და უკვე ცნობილია, რომ სეზონის დასრულებისთანავე ის დატოვებს „უოტფორდს“, რომელმაც შემდეგი სეზონისათვის ადგილი ინგლისის პრემიერ-ლიგაში მაინც დაიმკვიდრა.

ამ მიზნის მიღწევის შემდეგ, „უოტფორდი“ რაიმე ძალას აღარ წარმოადგენს. ამას სტატისტიკაც მოწმობს — ბოლო ხუთი მატჩის განმავლობაში გუნდის ფეხბურთელებმა მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლეს. ისიც „ჩელსისთან“ თამაშში, რომელიც ჩემპიონის სასარგებლოდ ანგარიშით 4:3 დასრულდა.

ამიტომ, პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ „სიტი“ გასვლაზე სამ სრულფასოვან ქულას დაიმსახურებს და „უოტფორდს“ დამაჯერებლად მოუგებს. ამ შედეგისათვის მოკრძალებულ 1,25 იძლევიან, მაგრამ ექსპრესისათვის (დღეს კი ჩვენ ექსპრესი გვექნება) გამოდგება. 

ანტუან გრიზმანი და კრიშტიანუ რონალდუ - Sputnik საქართველო
„რეალი" მადრიდი – „ატლეტიკო" მადრიდი: უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პროგნოზი

თანაც „სიტი“ ბოლომდე მოტივირებული იქნება. ჩემპიონთა ლიგაში ადგილის დასამკვიდრებლად, მათ ერთი ქულაც ჰყოფნით. მაგრამ აქ ერთი „მაგრამ“ არის. თუ პარალელურ მატჩში „ლივერპული“ მოიგებს, მანჩესტერის გუნდი მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლებს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპში მოხვედრა კვალიფიკაციიდან მოუწევს. ეჭვგარეშეა, რომ „სიტი“ ამას შეძლებს, მაგრამ რა საჭიროა ორი-სამი კვირით ადრე სეზონისწინა შეკრების დაწყება?

ამიტომ — „მანჩესტერ სიტის“ სუფთა გამარჯვება კოეფიციენტით 1,25.

სულ სხვა სიტუაცია აქვს „ლივერპულს“, რომლისათვის ფრე „სიკვდილის ტოლფასია“. ასეთ საპასუხისმგებლო მომენტში საკუთარ მოედანზე არაფრით არ შეიძლება დაზავება „მილდსბროსთან“, რომელიც რამდენიმე ტურის განმავლობაში აკვირდება თავის მომავალ მეტოქეს.

ასე რომ, თუ „ლივერპული“ სახლში ვერ მოუგებს „მილდსბროს“, „არსენალი“ კი „ევერონს“ მოუგებს, ასეთ პირობებში იურგენ კლოპის აღსაზრდელები ზედმეტები აღმოჩნდებიან.

 „ლივერპული“ წელს უცნაურად იქცევა. გასაგებია, რომ გერმანელი სპეციალისტი ჯერჯერობით მხოლოდ იწყებს მომავალი მძლავრი კოლექტივის საფუძვლის ჩაყრას. ეს კი ყოველთვის ვერ გამოსდის. ამას კი ის მოწმობს, რომ „ლივერპული“ ზედიზედ სამი მატჩის განმავლობაში საკუთარ მოედანზე მოგებას ვერ ახერხებს (ორი ფრე და ერთი  წაგება). 

თუმცა, მაინც „ლივერპულმა“ ეს სეზონი მაჟორულ ნოტაზე უნდა დაასრულოს და გაიგონოს 54074 ხმის აღტაცებული შეძახილი "You never walk alone". შესაძლოა, გამანადგურებელი ანგარიში არ იქნება, მაგრამ „ლივერპული“ მოიგებს კოეფიციენტით 1,13.

ახლა კი „არსენალზე“. ის საკუთარ მოედანზე ისეთ მეტოქეს ეთამაშება, რომელსაც მეტი აღარაფერი აღარ სჭირდება. რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით, „ევერტონმა“ ოფლითა და სისხლით დაიმსახურა მეშვიდე ადგილი და საგზური ევროპის ლიგაში. გუნდი სატურნირო ცხრილში საკუთარ პოზიციას არცერთ შემთხვევაში არ შეიცვლის. ასე რომ, აქ ყველაფერი ნათელია.

 „არსენალმა“ კი გაიღვიძა, მაგრამ დაგვიანებით. ვენგერის აღსაზრდელებმა ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგეს, მაგრამ ამ მატჩის ჩატარება პარალელურ მატჩებზე დაკვირვებით მოუწევთ. მათზე უკვე არაფერია დამოკიდებული.

შესაძლოა, სასწაულებიც ხდება, მაგრამ, ვფიქრობ, ამჯერად არა. არც „ლივერპული“, არც „მანჩესტერ სიტი“ საკუთარ შანსს არ გაუშვებს ხელიდან და „არსენალი“, შესაძლოა, წლების განმავლობაში პირველად, ჩემპიონთა ლიგის გარეთ დარჩეს. თუმცა, ამაშიც არის რაღაცა დადებითი (მაპატიონ ლონდონელთა ქომაგებმა) — მაშინ ისინი „ბავარიას“ ვერ შეხვდებიან. 

ფეხბურთი - Sputnik საქართველო
საქართველო-სერბეთი: 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის პროგნოზი

მაგრამ დავუბრუნდეთ მატჩს. ვფიქრობ, ცოცხალი და ღია თამაში გველის, გოლების სიმრავლით. კონკრეტულად ორი ფეხბურთელისათვის ამ მატჩს უზარმაზარი მნიშვნელობა ექნება.

ალექსის სანჩესი, სავარაუდოდ, სეზონის დასასრულს დატოვებს „არსენალს“, მით უმეტეს, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაში ვერ მოხვდება. ვფიქრობ, ჩილელ ფეხბურთელს ლამაზად დამშვიდობება ენდომება კლუბთან და ქომაგებთან, რომელთათვის მან სამი წელი ითამაშა.

მეორე არის რომელუ ლუკაკუ, რომელიც გარი კეინთან ბომბარდირთა რბოლას აგრძელებს. ბელგიელს აქტივში აქვს 24 გოლი, ინგლისელს — 26. გასაგებია, რომ „არსენალის“ წინააღმდეგ გასვლითი თამაშის დროს ორ ბურთში სხვაობის კომპენსირება რთული იქნება, მაგრამ ცდა შესაძლებელია.

აქედან გამომდინარე, დღევანდელი ექსპრესის მესამე ფსონს გთავაზობთ — სანჩესი მატჩში გოლს გაიტანს. ამისათვის ბუკმეკერები სთავაზობენ კოეფიციენტს 1,75.

ექსპრეს-ფსონი: „მანჩესტერ სიტის“ მოგება — 1,25; „ლივერპულის“ მოგება — 1,13 და ალექსის სანჩესი გაიტანს გოლს — 1,75.

საბოლოო კოეფიციენტი — 2,47.


ყველა ახალი ამბავი
0