მადრიდის ამ ორი კლუბის გზები უეფას ჩემპიონთა ლიგაში მეოთხედ გადაიკვეთება. 2014 და 2016 წლებში გუნდები ტურნირის ფინალში შეხვდნენ და ორივე ჯერზე უფრო ძლიერი „რეალი" აღმოჩნდა. პირველ შემთხვევაში „სამეფო კლუბმა" დამატებით დროში ანგარიშით 4:1 გაიმარჯვა, გასულ წელს კი უფრო ზუსტი აღმოჩნდა მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში (1:1, 5:3 პენალტების მიხედვით).
„რეალის" ამ ორ გამარჯვებას შორის, 2015 წელს მადრიდული დერბი მეოთხედფინალის სტადიაზე შედგა. ისევ „რეალმა" გაიმარჯვა.
იმ დროს, როდესაც ჩემპიონთა ლიგაში „ატლეტიკო" თავისი მუდმივი მეტოქის წინააღმდეგ ძალიან წარუმატებლად თამაშობს, ესპანეთის ჩემპიონატში სტატისტიკა დიეგო სიმეონეს სასარგებლოდ მოწმობს. ზედიზედ ოთხი მატჩის განმავლობაში „რეალმა" ვერ დაამარცხა „ატლეტიკო" საკუთარ მოედანზე. ბოლოს „რეალმა" „ატლეტიკოს" მშობლიურ მოედანზე პრიმერა–დივიზიონის პირველ წრეში 2012/2013 სეზონში მოუგო.
მომავალ შეხვედრას ორივე გუნდი კარგი განწყობით ეგებება. „რეალმა" საკუთარ მოედანზე „ვალენსიას" აჯობა, „ატლეტიკომ" გასვლაზე „ლას-პალმასი" ანგარიშით 5:0 დაამარცხა.
თუმცა, ორივე კლუბს გარკვეული საკადრო პრობლემები გააჩნია. დანამდვილებით ცნობილია, რომ „რეალს" არ ეყოლება პეპე და გარეტ ბეილი. სამაგიეროდ, შესაძლებელია, რომ მოედანზე გამოჯანმრთელებული ვარანი გამოვიდეს.
რაც შეეხება „ატლეტიკოს", სიმეონეს გუნდის მარჯვენა ფლანგი მოიკოჭლებს. ხუანფრანმა „ლესტერთან" მატჩის დროს ბარძაყის ტრავმა მიიღო და თავის გუნდს ვერ დაეხმარება. „ლას-პალმასთან" თამაშის დროს ანალოგიური დაზიანება ხუანფრანის შემცვლელმა ხოსე მარია ხიმენესმაც მიიღო. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას შიმე ვრსალკოს მონაწილეობაც, რომელსაც მუხლის პრობლემა აქვს.
როგორც ვხედავთ, სტუმრების პრობლემები უფრო მნიშვნელოვანია და ყველა დაცვის ხაზს უკავშირდება. ასე რომ, ეჭვი არ მეპარება, რომ „რეალი" თავის გოლს, შესაძლოა, რამდენიმე გოლსაც აუცილებლად გაიტანს.
საკითხავია ის, რით უპასუხებს „ატლეტიკო". „რეალი" ზედიზედ მერვე მატჩში უშვებს გოლებს. გუნდის დაცვა კი თავის თავს პრობლემებს უქმნის, მის მაგივრად კი წინა ხაზი „შრომობს", თუმცა ეს მას საკმაოდ კარგად გამოსდის.
მიმაჩნია, რომ შემადგენლობაში ისეთი თავდამსხმელების არსებობის დროს, როგორებიც არიან ანტუან გრიზმანი და ფერნანდო ტორესი, სტუმრები თავის შანსს მასპინძლის საჯარიმოს სიახლოვეს (ან მის შიგნით) დაელოდებიან და, სავარაუდოდ, ერთხელ მაინც გაიტანენ.
მინდა აღვნიშნო, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს დღევანდელი თამაში, დაპირისპირების ბედი მადრიდის სხვა არენაზე გადაწყდება — „ვისენტე კალდერონზე". ეს ჩემპიონთა ლიგაში ამ სტადიონზე „ატლეტიკოს" ბოლო მატჩი იქნება.
ფსონი: ორივე გუნდი გაიტანს, კოეფიციენტით 1,91.