თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. ჩრდილო ლონდონური დერბი არა მარტო ინგლისის, ალბათ მთელი ევროპის მასშტაბით ცენტრალური შეხვედრაა.
გუნდები ერთმანეთს 179-ჯერ შეხვედრიან, აქედან „არსენალმა“75 მოიგო, „ტოტენჰემმა“ 55.
მიმდინარე ჩემპიონატში „ტოტენჰემი“ ერთადერთი გუნდია ვინც „ჩელსის“ ჩემპიონობაში ეცილება და ჩინებულ ფორმაშია, ამიტომ ვივარაუდებ, რომ „დეზები“ შინ არ წააგებენ, უფრო მეტიც, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, გავრისკავ და ვიტყვი, რომ ამ შეხვედრას „ტოტენჰემი“ მოიგებს.