Аerosmith-ი უკვე საქართველოშია

© AFP 2024 / FREDERIC J. BROWNАerosmith-ის სოლისტი სტივ ტაილერი
Аerosmith-ის სოლისტი სტივ ტაილერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკული როკ-ჯგუფ Аerosmith-ის ფანები შეკვეთილში მიემართებიან.

ლეგენდარული როკ-ჯგუფ Аerosmith-ის კონცერტამდე სულ ცოტა დრო რჩება — შაბათს საღამოს მუსიკოსები შეკვეთილში საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ზე წარსდგებიან.

ამერიკელი მუსიკოსების კონცერტის ბილეთები 25 თებერვალს რამდენიმე საათში გაიყიდა. Aerosmith-ის კონცერტზე ბილეთების ფასი 40 ლარიდან იწყებოდა. ბილეთის მაქსიმალური ფასი — 400 ლარი.  

სტივ ტაილერი - Sputnik საქართველო
Aerosmith-ი საქართველოში შესანიშნავ კონცერტს გვპირდება

ბილეთების შეძენის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო ონ-ლაინ გაყიდვის გვერდები შეფერხებით მუშაობდა, თანაც ბილეთების რაოდენობა შეზღუდული იყო (დარბაზი 10000-ზე მეტ მაყურებელს ვერ იტევს) და ბევრმა ბილეთის შეძენა ვერ შეძლო.

როგორც ხდება ხოლმე, ბილეთების ნაწილი გადამყიდველებმა იყიდეს. ახლა ისინი Aerosmith-ის კონცერტზე ბილეთებს ისეთ ფასად სთავაზობენ, რომელიც თავდაპირველ ღირებულებას რამდენიმეჯერ აღემატება. იმ იმედით, რომ კონცერტის დღეს ფასები დაეცემა, ზოგიერთი დღეს შეკვეთილში მიემგზავრება.

კონცერტს დაესწრებიან როკერების არამარტო ქართველი ფანები, არამედ სტუმრები რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. Aerosmith-მა ხომ საქართველოში „შესანიშნავი ცოცხალი კონცერტის“ გამართვის პირობა დადო.

ჯგუფის Facebook-გვერდზე გაჩნდა პოსტი, რომელიც საქართველოში დაგეგმილ კონცერტს ეძღვნება, სადაც მუსიკოსები წერენ, რომ ქართველ ფანებთან შეხვედრას მოულოდნელად ელიან.

რა თქმა უნდა, კონცერტზე გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს. დარბაზში არ დაიშვებიან ადამიანები ფოტოაპარატებით და ვიდეოკამერებით, ასევე აკრძალულია სელფის ჯოხების შეტანაც. გადაღების უფლებით ისარგებლებს აკრედიტაციის მქონე ოპერატორებისა და ფოტოგრაფების შეზღუდული რაოდენობა. 

Aerosmith - Sputnik საქართველო
Aerosmith-ის საუკეთესო ქავერების ტოპ-ათეული

როკ-მუსიკის ფანების მოზღვავების გამო, შავი ზღვისპირეთის მიმართულებით მატარებლებისა და ავტობუსების ბილეთები დიდი ხანია გაყიდულია. „საქართველოს რკინიგზამ“ ორი დამატებითი ორსართულიანი მატარებელიც კი დანიშნა, თუმცა, ამ მატარებლების ბილეთებიც რამდენიმე საათში გაიყიდა.

კონცერტის სტუმრებს „საქართველოს რკინიგზამ“ სიურპრიზი მოუმზადა. შაბათს, ყველა მატარებელი საკონცერტო დარბაზთან ახლოს მდებარე ახალ სადგურზე გაჩერდება და ჯგუფის თაყვანისმცემლებს დამატებით ტრანსპორტზე შეწუხება არ მოუწევთ. კიდევ ერთი სიურპრიზი იქნება მატარებელი, რომელიც ფანებს უკან დააბრუნებს. ამ მატარებლის ბილეთებიც უკვე გაყიდულია.

საქართველო მეორე ქვეყანაა, სადაც Aerosmith-ი 2017 წლის ტურნეს ფარგლებში კონცერტს გამართავს. საქართველომდე მუსიკოსები ისრაელს ესტუმრნენ, საქართველოს შემდეგ მათ ელიან რუსეთში, გერმანიაში, პოლონეთში, დანიაში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და შვეიცარიაში. საკულტო კოლექტივი Aerosmith-ი საქართველოში ევროპული ტურნეს Aero-Vederchi Baby! ფარგლებში ჩამოდის.

Aerosmith-ის კონცერტი საქართველოში სამთავრობო პროექტ Check In Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება, რომლის მიზანია საერთაშორისო დონეზე ქვეყნის პოპულარიზაცია.

ამერიკული ჰარდ-როკ-ჯგუფი Aerosmith მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბოსტონში 1970 წელს დაარსდა. ანსამბლს გამოშვებული აქვს 15 სტუდიური ალბომი. ოქროს, პლატინისა და მულტიპლატინის ალბომებით Aerosmith-ი პირველია ამერიკულ ჯგუფებს შორის, მას მიღებული აქვს ასევე ოთხი „გრემი".


ყველა ახალი ამბავი
0