https://sputnik-georgia.com/20170519/Aerosmith-isqaverebis-top-ateuli-236023408.html
Aerosmith-ის საუკეთესო ქავერების ტოპ-ათეული
Aerosmith-ის საუკეთესო ქავერების ტოპ-ათეული
Sputnik საქართველო
ცნობილი ამერიკული როკ-ჯგუფის Aerosmith საქართველოში კონცერტამდე ერთი დღე რჩება - 20 მაისს Black Sea Arena-ს სცენაზე შეკვეთილში ლეგენდარული ჯგუფის გამოსვლა... 19.05.2017-ს, Sputnik საქართველო
2017-05-19T14:33+0400
2017-05-19T14:33+0400
2023-08-17T19:35+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23501/06/235010678_0:0:4155:2348_1920x0_80_0_0_4a2f3c38770c9bc701a711705c912881.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   2017
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები, aerosmith საქართველოში , საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, aerosmith საქართველოში , საქართველო, კულტურა საქართველოში
Aerosmith-ის საუკეთესო ქავერების ტოპ-ათეული
14:33 19.05.2017  (განახლებულია: 19:35 17.08.2023) ცნობილი ამერიკული როკ-ჯგუფის Aerosmith საქართველოში კონცერტამდე ერთი დღე რჩება - 20 მაისს Black Sea Arena-ს სცენაზე შეკვეთილში ლეგენდარული ჯგუფის გამოსვლა გაიმართება.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. გრანდიოზული შოუს წინ „Sputnik-საქართველო" Aerosmith-ის ყველაზე საყვარელი სიმღერების სხვადასხვა შემსრულებლების ქავერებს გთავაზობთ. 
ესაა ქავერი ჰიტზე Dream On, ბრწყინვალედ შეასრულეს მაილი საირუსმა, ალიშა კიზმა, ადამ ლევინმა და ბლეიკ შელტონმა.
 
ანსამბლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა Cryin შეასრულა მომღერალმა, მსახიობმა და American Idol-ის გამარჯვებულმა კელი კლარკსონმა.
 
ჰიტი Sweet Emotion 2009 წელს კალიფორნიულმა როკ-ჯგუფმა Papa Roach-მა იმღერა.
 
ცნობილმა კოლუმბიელმა მომღერალმა შაკირამ Dude (Looks Like a Lady) მისთვის განუმეორებელი ხიბლით იმღერა.
 
ამერიკელმა როკ-მუსიკოსმა კიდ როკმა კომპოზიცია Mama Kin/Last Child შესანიშნავად შეასრულა.
 
ამერიკელმა ფინქმა კი Janie's Got a Gun 2009 წელს Mtv Icon-ზე შეასრულა.
 
Crazy რუსული ვოკალური ტელეშოუს Голос. Дети გამარჯვებულმა საბინა მუსტაევამ 2015 წელს შეასრულა.
 
კომპოზიციას Walk This Way ასრულებენ Sum 41, Nelly და Ja Rule.
 
ქავერი ვარსკვლავთან ერთად — I Don't wanna miss a thing, ვიდეოზე ჩანს, როგორ მივიდა სტივენ ტაილერი მოსკოველ ქუჩის მომღერალთან, მასთან ერთად იმღერა და თავისი ქუდიც აჩუქა.
 
უკვდავი ჰიტი Dream on ქართულ მრავალხმიანობაში. ასრულებს Geo Folk Tour. ეს ქავერი Aerosmith-მა Facebook-ის თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსა და აღიარა, რომ კონცერტს საქართველოში სულმოუთქმელად ელოდება.