თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ლეგენდარული ჯგუფ Aerosmith-ის წევრი, ცნობილი ამერიკელი გიტარისტი და სიმღერების ავტორის, ჯო პერის განცხადებით, ჯგუფის წევრები მოხარული არიან საქართველოში კონცერტის გამართვით.
Aerosmith-ის კონცერტი 2017 წლის 20 მაისს Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში, შეკვეთილში გაიმართება.
ქართველ თაყვანისმცემლებს ჯო პერიმ ვიდეომიმართვა მოუმზადა, რომელიც Black Sea Arena-ს ადმინისტრაციამ გაავრცელა.
„ეს იქნება შესანიშნავი ცოცხალი კონცერტი. ჩვენ მოხარული ვართ იმით, რომ შესაძლებლობა მოგვეცა საქართველოში პირველი კონცერტი ჩავატაროთ. აეროვედერჩი!“, — ნათქვამია მომღერლის მიმართვაში.
ამერიკელი მუსიკოსები საქართველოს ევროპული ტურის Aero-Vederchi Baby-ის ფარგლებში ეწვევიან.
კონცერტზე დასასწრები ბილეთები გაყიდვაში თებერვლის შუა პერიოდიდან დაიწყება.
საქართველო მეორე ქვეყანაა, სადაც Aerosmith 2017 წლის ტურნეს ფარგლებში გამოვა.
ამერიკული ჰარდ-როკ-ჯგუფი Aerosmith მასაჩუსეტის შტატის ქალაქ ბოსტონში 1970 წელს დაარსდა. ანსამბლს გამოშვებული აქვს 15 სტუდიური ალბომი. ოქროს, პლატინისა და მულტიპლატინის ალბომებით Aerosmith პირველია ამერიკულ ჯგუფებს შორის, მას მიღებული აქვს ასევე ოთხი „გრემი“.