ანშლაგი მატარებლებში: ურეკამდე ყველა ბილეთი Aerosmith-ის ფანებმა იყიდეს

© photo: Sputnikორსართულიანი მატარებელი თბილისი-ბათუმი
ორსართულიანი მატარებელი თბილისი-ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Aerosmith-ის კონცერტზე მოხვედრის მსურველთათვის სპეციალურად დანიშნული დამატებითი მატარებლების ბილეთები რამდენიმე წუთში გაიყიდა.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ლეგენდარული ამერიკული როკ-ჯგუფ Aerosmith-ის კონცერტზე მოხვედრის მსურველებმა ურეკამდე მიმავალი მატარებლების ყველა ბილეთი იყიდეს, განუცხადეს "Sputnik-საქართველოს" "საქართველოს რკინიგზის" პრეს-სამსახურში.

დიდი მოთხოვნის გამო, "საქართველოს რკინიგზამ" თბილისიდან STADLER-ის ტიპის ორი დამატებითი მატარებელი გამოყო. გარდა ამისა, კიდევ ერთი მატარებელი ბათუმი-ქობულეთი-ურეკის (და საპირისპირო მიმართულებით) მარშრუტით იმოძრავებს.

Aerosmith - Sputnik საქართველო
Aerosmith-ის საუკეთესო ქავერების ტოპ-ათეული

"თბილისიდან მატარებლის ყველა ბილეთი გაყიდულია, ისინი გაყიდვაში გამოჩნდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც დამატებითი მატარებლების დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გავავრცელეთ. რამდენიმე წუთში შემოვიდა ზარები პრეტენზიებით, რომ ბილეთები აღარ არის. ბილეთები რამდენიმე წუთში გაიყიდა", — განაცხადა "საქართველოს რკინიგზის" პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

Aerosmith-ის კონცერტი შეკვეთილში საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ზე 20 მაისს გაიმართება.

კონცერტის ყველა 10 000 ბილეთი ორ საათში რამდენიმე თვის წინ გაიყიდა. ბევრი ბილეთი უცხოეთიდან შეიძინეს.

საქართველო მეორე ქვეყანაა, სადაც Aerosmith-ი 2017 წლის ტურნეს ფარგლებში კონცერტს გამართავს. ლეგენდარული კოლექტივის კონცერტს დაესწრებიან ფანები რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან.

Aerosmith - Sputnik საქართველო
Aerosmith-ი ქართული მრავალხმიანობით დაინტერესდა

საქართველომდე მუსიკოსები ისრაელს ესტუმრნენ, საქართველოს შემდეგ მათ ელიან რუსეთში, გერმანიაში, პოლონეთში, დანიაში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და შვეიცარიაში. საკულტო კოლექტივი Aerosmith-ი საქართველოში ევროპული ტურნეს Aero-Vederchi Baby! ფარგლებში ჩამოდის.

ამერიკული ჰარდ-როკ-ჯგუფი Aerosmith მასაჩუსეტის შტატის ქალაქ ბოსტონში 1970 წელს დაარსდა. ანსამბლს გამოშვებული აქვს 15 სტუდიური ალბომი. ოქროს, პლატინისა და მულტიპლატინის ალბომებით Aerosmith პირველია ამერიკულ ჯგუფებს შორის, მას მიღებული აქვს ასევე ოთხი "გრემი".

 

ყველა ახალი ამბავი
0