თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ეროვნული ნაკრების საბოლოო შემადგენლობა გამოაცხადა, რომელიც ეკატერინბურგში "დიდი სლემის" სერიიდან ტურნირში 20-21 მაისს მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრები, სხვადასხვა ვითარების გათვალისწინებით, უძლიერესი შემადგენლობით არ იქნება წარმოდგენილი.
ამგვარად რუსეთში არ წავლენ: ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ), ბექა ღვინიაშვილი (-100), ადამ ოქრუაშვილი (+100). ამასთან, 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს არცერთ ძიუდოისტს არ წარადგენს — ოლიმპიური ჩემპიონი და რიოს ოლიმპიადის ბრინჯაო პრიზიორი ლაშა შავდათუაშვილი ტურნირზე თავიდანვე არ იყო წარდგენილი, ხოლო ახალგაზრდა სპორტსმენები საკმარისი ფიზიკურ კონდიციამდე ჯერ არ არიან.
თუმცა, ქართველი გულშემატკივრისთვის სასიამოვნო სიახლეც არის — ეკატერინბურგში რიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი და გუნდის კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი (-100) გაემგზავრება. მან თითის ტრავმა უკვე აღარ აწუხებს.
ტურნირზე 36 ქვეყნის დაახლოებით 300 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
— 60კგ — ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი.
— 66კგ — ლაშა გიუნაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი.
— 81კგ — ზებედა რეხვიაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი.
— 90კგ — უშანგი მარგიანი, ნიკა სიდამონიძე.
— 100კგ — ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი პარკატი.
+100კგ — ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე.