თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. საქართველოს ძიუდოს იუნიორთა ნაკრებმა სანკტ-პეტერბურგში გამართულ ევროპის თასზე რვა მედალი აიღო, ნათქვამია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ქართველი სპორტსმენები ფინალში ხუთ წონით კატეგორიაში გავიდნენ, მაგრამ მხოლოდ შალვა გაზაშვილმა შეძლო —66 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გამხდარიყო. აღსანიშნავია, რომ ფინალში მან თავისი თანამემამულე ბაგრან ნინიაშვილი დაამარცხა.
კიდევ ოთხი ვერცხლის მედალი მოიპოვეს: ჯაბა პაპინაშვილმა (-55 კგ), ტატო გრიგალაშვილმა (-73 кг), ლუკა მაისურაძემ (-81 კგ) და ნიკა სიდამონიძემ (-90 კგ).
გარდა ამისა, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ნიკა ალხაზიშვილისა (-55 კგ) და გიგა გიგაურის (-73 კგ) მიერ მოპოვებული ორი ბრინჯაოს მედალია.
ტურნირში 17 ქვეყნის 300-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ევროპის თასზე საქართველო 32 ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი.